იღებთ თუ არა საკმარის C ვიტამინს?
C ვიტამინის დეფიციტი იშვიათია, მაგრამშეიძლება გაინტერესებთ, რამდენი C ვიტამინია საკმარისი დღეში.
C ვიტამინს შეიძლება ვუწოდოთ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკვები ნივთიერება. ის მხარს უჭერს იმუნურ ფუნქციას. იმუნიტეტი მთავარია ზამთარში, რადგან გრიპის რისკი იზრდება.
C ვიტამინს, გარდა იმუნიტეტის ამაღლებისა, აქვს ჯანმრთელობის მრავალი სარგებელი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია უზრუნველყოთ რეკომენდირებული დიეტური დოზის მიღება.
ამჟამად, C ვიტამინის რეკომენდებული დიეტური დოზა (RDA) არის 90 მილიგრამი მოზრდილებში, მამაკაცებისთვის, ხოლო 75 მგ ქალებისთვის.
C ვიტამინს აქვს ჯანმრთელობის მრავალი სარგებელი, რაც მას აუცილებელ მიკროელემენტად აქცევს. ყველაზე ცნობილია, რომ ის აუცილებელია იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. ამასთან ის თამაშობს როლს კოლაგენის ფორმირებასა და ჭრილობების შეხორცებაში, ხელს უწყობს რკინის შეწოვას და არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, იცავს უჯრედებს დაზიანებისგან, იცავს თვალებს,
როგორ მივიღოთ C ვიტამინისაჭირო რაოდენობის მიღება რეალურად ძალიან ადვილია, რადგან ის თითქმის ყველა ხილსა და ბოსტნეულშია.
მაგალითად: ერთი ჭიქა მარწყვი შეიცავს 88 მგ C ვიტამინს, ერთი კივი 56 მგ-ს.
C ვიტამინი არის წყალში ხსნადი ვიტამინი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ ინახება სხეულის ქსოვილებში.