"კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ..." - რას წერს ვახუშტი მენაბდე | Allnews.Ge

"კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ..." - რას წერს ვახუშტი მენაბდე

კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სა­მარ­თლის სპე­ცი­ა­ლის­ტი ვა­ხუშ­ტი მე­ნაბ­დე პარ­ლა­მენ­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბი­სა და ბო­ი­კო­ტის სა­კითხს ეხ­მი­ა­ნე­ბა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"ახა­ლარ­ჩე­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ცნო­ბა და ბო­ი­კო­ტი.

ამ­დენ­ჯერ არა­ფერ­ზე არა­ვის არ უკი­თხავს ჩემ­თვის და ბა­რემ სა­ჯა­როდ დავ­წერ. მან­და­ტე­ბის არ­სე­ბულ გა­ნა­წი­ლე­ბა­ში (რაც ცეს­კოს შე­დე­გე­ბი­დან შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ან­გა­რი­შოთ) ბო­ი­კო­ტი პარ­ლა­მენტს შეკ­რე­ბა­ში ხელს ვერ შე­უშ­ლის.

კონ­სტი­ტუ­ცი­ის მი­ხედ­ვით: “პარ­ლა­მენ­ტი პირ­ველ სხდო­მა­ზე უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია შე­უდ­გეს მუ­შა­ო­ბას, თუ სხდო­მას ეს­წრე­ბა პარ­ლა­მენ­ტის სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა. პარ­ლა­მენ­ტი სრულ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას იძენს პარ­ლა­მენ­ტის წევრთა ორი მე­სა­მე­დის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ცნო­ბის მო­მენ­ტი­დან.

ეს ორ რა­მეს ნიშ­ნავს:

1. პარ­ლა­მენ­ტი მუ­შა­ო­ბას და­ი­წყებს თუ დარ­ბაზ­ში იქ­ნე­ბა 76 დე­პუ­ტა­ტი (ცეს­კოს მი­ხედ­ვით ოც­ნე­ბას 89 ყავს);

2. ამ 76-მა უნდა თქვას, რომ 150-დან სულ ცოტა, 100 დე­პუ­ტა­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას ცნობს. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს და­ნარ­ჩე­ნებს სურს თუ არა ცნონ მისი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა.

ამას უდევს მარ­ტი­ვი პრინ­ცი­პი სა­ფუძ­ვლად: უმ­ცი­რე­სო­ბა უმ­რავ­ლე­სო­ბას ვერ გა­და­უ­წყვეტს იფუნ­ქცი­ო­ნი­როს თუ არა", - ვა­ხუშ­ტი მე­ნაბ­დე.