"რას აკეთებ? რას ურტყამ ბიჭო?" - ამ წუთებში ზუგდიდში ვითარება უკიდურესად დაძაბულია
ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე მე-9 საარჩევნო უბანზე მორიგ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.
როგორც კოალიცია „ცვლილებისთვის” წევრმა, სალომე მელიამ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, მე-9 უბანთან მის მეუღლესა და ბიძაშვილის “ქართული ოცნების” მხარდამჭერები ფიზიკურად და სიტყვიერად გაუსწორდნენ.
მელიას თქმით, მომხდარის ზუსტი მიზეზი არ იცის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული მისი მხრიდან უბნების დაკვირვებას უკავშირდებოდეს.
ვიდეო: "ფორმულა"