ფოთში, მე-15 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი გარდაიცვალა - რას ჰყვებიან ადგილზე? | Allnews.Ge

ფოთში, მე-15 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი გარდაიცვალა - რას ჰყვებიან ადგილზე?

ფოთ­ში, მე-15 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე რე­გის­ტრა­ტო­რი გარ­და­იც­ვა­ლა. აღ­ნიშ­ნუ­ლი უბ­ნის თავ­მჯდო­მა­რის, გი­ორ­გი ჩხარ­ტიშ­ვი­ლის თქმით, 50 წლამ­დე მა­მა­კა­ცი რე­გის­ტრა­ტო­რის პო­ზი­ცი­ას იკა­ვებ­და.

მი­სი­ვე თქმით, მა­მა­კა­ცი უეც­რად ცუ­დად გახ­და. ად­გილ­ზე მყოფ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ეს და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და გა­მო­ი­ძა­ხეს, თუმ­ცა ად­გილ­ზე მო­სულ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ჯგუფს მა­მა­კა­ცი გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდა.

რო­გორც ად­გილ­ზე ჰყვე­ბი­ან 50 წლამ­დე მა­მა­კაცს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და.