სამხერეთ კორეაში მცხოვრები სოფია კვინიკაძე აცხადებს, რომ კომისიის წევრად, „ქართული ოცნების“ სიაში მისი ნებართვის გარეშე აღმოჩნდა | Allnews.Ge

სამხერეთ კორეაში მცხოვრები სოფია კვინიკაძე აცხადებს, რომ კომისიის წევრად, „ქართული ოცნების“ სიაში მისი ნებართვის გარეშე აღმოჩნდა

სამხერეთ კორეაში მცხოვრები ინფლუენსერი სოფია კვინიკაძე კომისიის წევრად, „ქართული ოცნების“ სიაში მისი ნებართვის გარეშე აღმოჩნდა.

სოფია ამბობს, რომ მას დამკვირვებლობის სურვილი ჰქონდა, რის შესახებაც საელჩოს აცნობა. მისივე თქმით, ამის შემდეგ დაურეკეს მმართველი პარტიიდან და შესთავაზეს, რომ პარტიის დამკვირვებელი ყოფილიყო, რაზეც უარი განაცხადა. მისივე თქმით, კორეიდან გაგზავნილი უარი საკუთარი თვალით ნახა.

„აი, ეს არის ჩვენი და ამ პარტიის რეალობა. ჩამწერეს სიებში, როცა ჩემი თვალით ვნახე გაგზავნილი უარი კორეიდან (აქ საელჩოსგან მიიღეს ეს პასუხი). ასეთ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება?დასკვნები თქვენ გააკეთეთ და არჩევანიც მაგის მიხედვით 26-ში“ — წერს სოფია კვინიკაძე კვინიკაძემ რამდენიმე წუთის წინ გაასაჯაროვა ცესკო-სთან მისი მიმოწერა, სადაც ცესკო-სგან მიიღო პასუხი, რომ „პარტიის წარმომადგენლად რეგისტრაციას პარტია უზრუნველყოფს“.