ვერის პარკის რეაბილიტაცია 2025 წელს დაიწყება - შეეცვლება თუ არა ფუნქცია ჭადრაკის სასახლეს? | Allnews.Ge

ვერის პარკის რეაბილიტაცია 2025 წელს დაიწყება - შეეცვლება თუ არა ფუნქცია ჭადრაკის სასახლეს?

ვერის პარკის რეაბილიტაცია მომდევნო წელს დაიწყება - როგორც რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, პაატა ტოგონიძემ ისაუბრა, სრულად შეიცვლება ინფრასტრუქტურა, ხოლო პარკში არსებული შადრევნისა და ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია მოხდება.

veris5-1721382156-1729603008-1729604193.jpg

„დაახლოებით 4 ჰექტარზე მოეწყობა პარკი, რომლის გეგმარებაც არ იცვლება. აღდგება იქ არსებული ორი ფანჩატური და სრულად განახლდება გადასახედი, რომელიც წლებია არსებობს. მოეწყობა საბავშვო სივრცეები და სრულად განახლდება პარკის ინფრასტრუქტურა.