“ამბობს, რომ სურს შეფ-მზარეული გახდეს...“ - პრინცმა ჯორჯმა პროფესია უკვე აარჩია: რას უყვება ოჯახის ახლობელი მედიას? | Allnews.Ge

“ამბობს, რომ სურს შეფ-მზარეული გახდეს...“ - პრინცმა ჯორჯმა პროფესია უკვე აარჩია: რას უყვება ოჯახის ახლობელი მედიას?

“მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ პრინ­ცი ჯორ­ჯი მე­ფედ გახ­დო­მამ­დე არ იმ­სა­ხუ­რებს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში, რაც არ­ღვევს მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვან ტრა­დი­ცი­ას“, - იტყო­ბი­ნე­ბო­და The Mail on Sunday.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ახალ­გაზ­რდას თა­ვი­სი გზა უკვე არ­ჩე­უ­ლი აქვს. თუ მიმ­დე­ბა­რედ, ად­გი­ლობ­რივ პი­ცე­რი­ებ­ში გა­ივ­ლით, შე­საძ­ლოა პრინ­ცი ჯორ­ჯიც იხი­ლოთ.

Wiveton Hall Cafe-ის მფლო­ბე­ლი დეს­მონდ მა­კკარ­ტი პრინ­ცი ჯორ­ჯის სტუმ­რო­ბას იხ­სე­ნებს.

“რო­დე­საც 11 წლის ჯორჯს შე­შის ღუ­მელ­ში გა­მომ­ცხვა­რი პიცა მი­უ­ტა­ნეს, გა­ო­ცე­ბულ­მა წა­მო­ი­ძა­ხა: “ეს არის ის, რისი გა­კე­თე­ბაც მინ­და, როცა გა­ვიზ­რდე­ბი!“ - ჰყვე­ბა მა­კკარ­ტი.

მისი თქმით, ჯორ­ჯი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი იყო და რამ­დენ­ჯერ­მე თქვა, რომ მო­მა­ვალ­ში შეფ - მზა­რე­უ­ლო­ბა სურს.

ჯორ­ჯი რეს­ტო­რანს დე­დას­თან და სხვებ­თან ერ­თად ეს­ტუმ­რა.

“ისი­ნი აქ მე­გობ­რებ­თან ერ­თად მო­ვიდ­ნენ, რად­გან სან­დრინ­გჰე­მი არც თუ ისე შორს არის“, - ამ­ბობს მა­კკარ­ტი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მახ­ლობ­ლად პრინ­ცი უი­ლი­ამ­სი და­სას­ვე­ნე­ბელ სახ­ლს - ან­მერ ჰოლს ფლობს.