"ქუჩის ბიჭი ვიყავი და უცებ შევიცვალე... ქალი გადაირია, სექტანტი ხდებაო. ლენას ბრალი იყო, მილიციაში რომ მოვხვდით" - რას იხსენებს ზურა ყიფშიძე? | Allnews.Ge

"ქუჩის ბიჭი ვიყავი და უცებ შევიცვალე... ქალი გადაირია, სექტანტი ხდებაო. ლენას ბრალი იყო, მილიციაში რომ მოვხვდით" - რას იხსენებს ზურა ყიფშიძე?

1972 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე, როცა ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძის ფილმმა კი­ნოს­ტუ­დია "ქარ­თუ­ლი ფილ­მის" სა­მონ­ტა­ჟო­დან ეკ­რა­ნებ­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა, მოგ­რძო­ბა­კე­ბი­ან, თმა­გა­ჩე­ჩილ, ცოტა გა­თა­მა­მე­ბულ და სევ­დი­ან ზუ­რა­ზე ყვე­ლა ალა­პა­რაკ­და, შე­უყ­ვარ­დათ თბი­ლის­შიც და მის ფარ­გლებს გა­რე­თაც. მოს­წონ­დათ დი­დებ­საც და პა­ტა­რებ­საც. მას შემ­დეგ დიდი დრო გა­ვი­და. დღეს ის უკვე ვარ­სკვლა­ვია. როცა მა­ყუ­რე­ბე­ლი იგებს, ამა თუ იმ თე­ატ­რში ზურა ყიფ­ში­ძის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით სპექ­ტაკ­ლი ინიშ­ნე­ბა, სა­ლა­რო­ებ­თან ხალ­ხის ნა­კა­დი არ წყდე­ბა. ბა­ტონ ზუ­რას ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი ჯილ­დო აქვს მი­ღე­ბუ­ლი და მას, კი­დევ ერთი - სა­პა­ტიო თბი­ლი­სე­ლის წო­დე­ბაც მი­ე­მა­ტა. "კვი­რის პა­ლიტ­რა" ულო­ცავს გე­ნი­ა­ლურ მსა­ხი­ობ­სა და ადა­მი­ანს დიდ ჯილ­დოს და უსურ­ვებს კი­დევ ბევ­რი და­უ­ვი­წყა­რი სა­ხის შექ­მნას კი­ნო­სა თუ თე­ატ­რში.

zura-kiphshidze-w-h-78171-1729320466.jpeg

"არ მახ­სენ­დე­ბა უფრო დიდი კრი­ზი­სი თე­ატ­რში, რო­გო­რიც დღეს არის“- ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი ჯილ­დო მი­მი­ღია. ყვე­ლა­სი მად­ლო­ბე­ლი ვარ, ვინც ღირ­სად ჩამ­თვა­ლა, მო­ე­ნი­ჭე­ბი­ნა ჩემ­თვის ეს სა­პა­ტიო წო­დე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე ვერ შევ­ძე­ლი მის­ვლა, თუმ­ცა ჩემ­თვის ეს წო­დე­ბა ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო იყო, რად­გან თბი­ლი­სი ყვე­ლა­ფე­რია. მე სხვა­გან ვე­რა­სო­დეს ვი­ცხოვ­რებ. თუმ­ცა ყვე­ლა­ზე დიდი შეგ­რძნე­ბა მა­ინც ისაა, სპექ­ტაკ­ლის შემ­დეგ ხალ­ხი რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ტაშს რომ გა­მუდ­მე­ბით გიკ­რავს, ქუ­ჩა­ში რომ მი­დი­ხარ და გა­ჩე­რე­ბენ, სით­ბოს გა­მო­ხა­ტა­ვენ, ამ დროს იმ­ხე­ლა ენერ­გი­ას იღებ, მერე სულ თან დაგ­ყვე­ბა. ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლა­ზე დიდი ჯილ­დოა ჩემ­თვის.

- თქვე­ნი თბი­ლი­სი რო­გო­რი იყო?

- უბ­რა­ლო, თან ბრა­ლი­ა­ნი. ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და გე­მოვ­ნე­ბას, გა­ნათ­ლე­ბას. "კა­ჩა­ო­ბა" და კუნ­თებ­ზე ყუ­რე­ბა მა­ში­ნაც იყო, მაგ­რამ ულ­მო­ბე­ლი და ასე­თი სას­ტი­კი არ ყო­ფი­ლა. უფრო ზრდი­ლო­ბი­ა­ნი იყო. არა, არც უზ­რდე­ლო­ბა გვაკ­ლდა, მაგ­რამ რა შე­და­რე­ბაა. მა­გა­ლი­თად, მე და ჩემი ძმა­კა­ცი თე­მურ ჩიხ­ლა­ძე ნამ­დვი­ლი ჰი­პე­ბი ვი­ყა­ვით. ახლა ძაან ნამ­დვი­ლი რო­გორ ვიქ­ნე­ბო­დით, მაგ­რამ ვცდი­ლობ­დით გა­რეგ­ნუ­ლა­დაც და ში­ნა­გა­ნა­დაც ასე გვე­ცხოვ­რა, სიმ­ყუდ­რო­ვის და თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის მიგ­ვეღ­წია. დე­და­ჩე­მი სა­შინ­ლად მტკივ­ნე­უ­ლად ხვდე­ბო­და ამ ამ­ბავს. და­იბ­ნა, ქუ­ჩის ბიჭი ვი­ყა­ვი და უცებ შე­ვიც­ვა­ლე - მოშ­ვე­ბუ­ლი თმა, რა­ღაც ბეჭ­დე­ბი, სა­ყუ­რე არა, მაგ­რამ რა­ღაც ჯინ­ჯი­ლე­ბი, გაც­ვე­თი­ლი ჯინ­სე­ბი, ჩუმი ლა­პა­რა­კი, სულ სხვა მუ­სი­კა... ქალი გა­და­ი­რია, სექ­ტან­ტი ხდე­ბაო. ლე­ნას ბრა­ლი იყო, მი­ლი­ცი­ა­ში რომ მოვ­ხვდით. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა