"ლიამი აგრესიულად იქცეოდა, დაამტვრია ლეპტოპი... თანამშრომელმა პოლიციას დაურეკა და... " - რა მოხდა სასტუმროში, სადაც One direction-ის ყოფილი სოლისტი გარდაიცვალა
მუსიკალური ჯგუფის, One direction-ის ყოფილი სოლისტი ლიამ პეინი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა.
შემთხვევა არგენტინაში, ბუენოს აირეში მოხდა. მომღერალი სასტუმროს ნომრის მესამე სართულიდან გადმოვარდა."ლიამ ჯეიმს პეინი, კომპოზიტორი, გიტარისტი, ჯგუფ One Direction-ის ყოფილი სოლისტი, სასტუმროს მესამე სართულიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა“, - ნათქვამია ბუენოს აირესის პოლიციის განცხადებაში მათივე ცნობით, ლიამი სასტუმროს შიდა ეზოში ჩავარდა და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო.
როგორც მედია წერს, გარდაცვალებამდე ლიამ პეინი სასტუმროს ფოიეში აგრესიულად იქცეოდა, რის გამოც, სასტუმროს თანამშრომლები იძულებული გახდნენ დასახმარებლად პოლიციისთვის მიემართათ.
ირკვევა, რომ ბუენოს აირესის პოლიციას დაუკავშირდა სასტუმროს თანამშრომელი, რომელიც ამბობდა რომ სასტუმროში მამაკაცი აგრესიულად იქცეოდა და შესაძლოა, ნარკოტიკების ან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფილიყო.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ლიამი "აგრესიულად იქცეოდა სასტუმროს ფოიეში და დაამტვრია ლეპტოპი". გავრცელდა ჩანაწერიც, სადაც ისმის როგორ სთხოვს სასტუმროს თანამშრომელი პოლიციას დახმარებას, რადგან "ერთ-ერთი სტუმარი ნასვამია და აგრესიულად იქცევა". იხილეთ სრულად