ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი დაქორწინდა - ვინ არის ლაშა გუჯეჯიანის რჩეული
საქართველოს ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი დაქორწინდა. მისი რჩეული გვანცა ჩიხლაძეა.
საქორწინო ცერემონიალი 12 ოქტომბერს გაიმართა. წყვილის გაბედნიერება იზეიმეს საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრებმა და სხვა ცნობილმა სპორტსმენებმა.
“ვულოცავ ლაშას გაბედნიერებას, ერთ უღელში ულამაზეს მეუღლესთან შებმას და ვუსურვებ ყველაფერს იმ საუკეთესოს, სადაც მხოლოდ უფლის ნება კურთხევა იქნება და ახალგაზრდა ულამაზეს ოჯახს, საკეთილდღეოდ გამოადგება,“ - წერს SHIDO, რომელიც ქორწილიდან ფოტოებს და ვიდეოს გვიზიარებს. იხილეთ სრულად