"მერაბმა ჩემი ოჯახის წევრებს აქეთ უჩივლა, რა მონანიება... ერთი თვეა ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ, ვიდეოს ბოლომდე ვერ ვუყურე" - რას ჰყვება 12 წლის მოზარდის პოლიტიკოსი მამა? | Allnews.Ge

"მერაბმა ჩემი ოჯახის წევრებს აქეთ უჩივლა, რა მონანიება... ერთი თვეა ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ, ვიდეოს ბოლომდე ვერ ვუყურე" - რას ჰყვება 12 წლის მოზარდის პოლიტიკოსი მამა?

უმ­ძი­მე­სი ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რო­გორ სცემს ბა­თუ­მის მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რდო­ბის სა­სახ­ლე­ში ქო­რე­ოგ­რა­ფი 12 წლის მო­ზარდს, გუ­შინ „ბა­თუ­მე­ლებ­მა“ გა­ავ­რცე­ლეს. მას­წავ­ლე­ბე­ლი, რომ­ლის კად­რებ­მა დი­ლი­დან სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი მო­იც­ვა, მე­რაბ დო­ლი­ძეა. მას ცეკ­ვის მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბის 25-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. ის სამ­სა­ხუ­რი­დან უკვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

პე­და­გო­გი 2000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა ასე­ვე ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ. ვი­დე­ო­ში, სა­დაც 12 წლის ბიჭ­ზე მე­რაბ დო­ლი­ძე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად და ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობს, ჩანს, რომ სხვა ბავ­შვე­ბიც ეს­წრე­ბი­ან.

Ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში დო­ლი­ძე ამ­ბობს, რომ მომ­ხდარს ნა­ნობს. მისი თქმით, ოჯახს პა­ტი­ე­ბაც სთხო­ვა...

სხვა რა­მეს გვიყ­ვე­ბა მო­ზარ­დის მამა გოჩა მე­ლა­ძე, რო­მე­ლიც წლე­ბია პო­ლი­ტი­კა­შია. ბა­ტო­ნი გოჩა ოც­ნე­ბის მთავ­რო­ბის დროს ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერი იყო. ახლა კი გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ წარ­მო­ად­გენს. პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მე­ლიც წლე­ბია სხვის ოჯა­ხებს იცავს, ამ­ბობს, რომ სა­კუ­თა­რი ოჯა­ხი ვერ და­იც­ვა და იმის­თვის, რომ მო­ძა­ლა­დე ქო­რე­ოგ­რა­ფი დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად და­ი­სა­ჯოს, მე­დი­ის ჩა­რე­ვა დას­ჭირ­და.

- ერთი თვეა ჯო­ჯო­ხეთ­ში ვცხოვ­რობთ, ეს ფაქ­ტი 10 სექ­ტემ­ბერს მოხ­და. იმ დღეს, მე­უღ­ლის თხოვ­ნით, ცეკ­ვი­დან ბავ­შვის გა­მო­საყ­ვა­ნად ოჯა­ხის რძა­ლი მი­ვი­და. ჩემი შვი­ლი გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი და ნამ­ტი­რა­ლე­ვი დახ­ვდა. რძალ­მა ჩემს მე­უღ­ლეს და­უ­რე­კა და უთხრა, რომ ბიჭი პე­და­გოგ­მა სცე­მა. მე­უღ­ლემ სთხო­ვა, არ წა­სუ­ლი­ყო, მეც მო­ვალ და გა­ვარ­კვევ, რა­ში­აო საქ­მე. მე­რაბ დო­ლი­ძე ჩემს რძალს ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლად ესა­უბ­რა, 15 წუთ­ში, რო­დე­საც მე­უღ­ლე მი­ვი­და, ეს კაცი წა­სუ­ლი დახ­ვდა. იხილეთ სრულად