თბილისში, ნაძალადევის რაიონში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია - რა ინფორმაცია ვრცელდება ამ დროისთვის? | Allnews.Ge

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია - რა ინფორმაცია ვრცელდება ამ დროისთვის?

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ერთ-ერთი საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია.

როგორც "ინტერპრესნიუს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს ცეცხლის ლიკვიდაციის სამუშაოები.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, დაშვებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ შესულა.