"ჩემი აზრით, გამორიცხულია ეროვნულ ნაკრებში ვინმე პოლიტიკის გამო იჩაგრებოდეს" - ბუდუს პასუხი კითხვაზე, რატომ აქვს ნაკრებში ცოტა სათამაშო დრო და თუ უსაუბრია ვილი სანიოლთან? | Allnews.Ge

"ჩემი აზრით, გამორიცხულია ეროვნულ ნაკრებში ვინმე პოლიტიკის გამო იჩაგრებოდეს" - ბუდუს პასუხი კითხვაზე, რატომ აქვს ნაკრებში ცოტა სათამაშო დრო და თუ უსაუბრია ვილი სანიოლთან?

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი რა­ტომ აქვს ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძეს ნაკ­რებ­ში ცოტა სა­თა­მა­შო დრო და თუ უსა­უბ­რია ვილი სა­ნი­ოლ­თან ამ თე­მა­ზე? - ეს კი­თხვა "ჯეო თიმ­მა“ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი­სა და გერ­მა­ნუ­ლი "კარლსრუ­ეს“ ფეხ­ბურ­თელს და­უს­ვა:

- რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­თან ერ­თად, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად ხარ და შენი ქვეყ­ნის­თვის ხარ იქ, ეს ფაქ­ტო­რე­ბი, რა თქმა უნდა, ბედ­ნი­ე­რე­ბას გა­ნი­ჭებს. არ არ­სე­ბობს ფეხ­ბურ­თე­ლი, რო­მელ­საც თა­მა­ში არ უნდა, მეც არ ვარ გა­მო­ნაკ­ლი­სი, იქ მყოფ ოც­და­ექ­ვსი­ვე კაცს თა­მა­ში უნ­დო­და. ნამ­დვი­ლად, არ და­მი­წყია არ­ცერ­თი თა­მა­ში, მაგ­რამ რო­გორც ადრე ვთქვი, იმ რამ­დე­ნი­მე წუ­თი­თაც ბედ­ნი­ე­რი ვარ, იმი­ტომ რომ გინ­და არ გინ­და ჩემს კა­რი­ე­რულ ის­ტო­რი­ა­ში წე­რია, რომ მე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ვი­თა­მა­შე. ხან­და­ხან მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ებს სხვი­სი თვა­ლით ვუ­ყუ­რებ ხოლ­მე, მა­გა­ლი­თად, იქ იყ­ვნენ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, რომ­ლებ­საც სა­ერ­თოდ არ უთა­მა­ში­ათ, მე კი მქონ­და ბედ­ნი­ე­რე­ბა, რომ მი­ნი­მუმ ერთი წუთი მა­ინც გა­მე­ტა­რე­ბი­ნა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მო­ე­დან­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით და სწო­რედ ამი­ტომ მქონ­და გან­წყო­ბა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი. ცუდ სი­ტუ­ა­ცი­ებ­შიც ვი­ნარ­ჩუ­ნებ პო­ზი­ტივს.

- მწვრთნელ ვილი სა­ნი­ოლ­თან ხომ არ გი­ლა­პა­რა­კია? რა­მით ხომ არ არის უკ­მა­ყო­ფი­ლო ან რამე გან­სხვა­ვე­ბულს ხომ არ ითხოვს?

- არა, არ მქო­ნია სა­უ­ბა­რი. ადრე აღ­ვნიშ­ნე კი­დე­ვაც ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში, რომ მქო­ნია სხვა მწვრთნელ­თან რამ­დე­ნი­მე­ჯერ სა­უ­ბა­რი და და­დე­ბი­თა­დაც უმოქ­მე­დია ჩემ­ზე ამ სა­უ­ბარს, მაგ­რამ ამ­ჯე­რად ნაკ­რებ­ში არ ჩა­მით­ვლია სა­ჭი­როდ რომ მე­სა­უბ­რა, რად­გან თუ მწვრთნელ­მა ასე გა­და­წყვი­ტა, მისი გად­მო­სა­ხე­დი­დან ასე იყო სწო­რი, შე­დე­გიც იყო ამი­ტომ ვე­რა­ფერს მო­ი­თხოვ ან შეც­ვლი... მე­ო­რე თე­მაა ვიმ­სა­ხუ­რებ­დი თუ არ ვიმ­სა­ხუ­რებ­დი, რაც იყო, იყო წარ­სულს ჩა­ბარ­და, იმ დროს ვე­ღარ და­ვაბ­რუ­ნებ, ამი­ტომ ეს სე­ზო­ნი და­ვი­წყე ასე­თი შე­მარ­თე­ბით.

არ ვცხოვ­რობ წარ­სუ­ლით, პი­რი­ქით, სულ წინ ვი­ხე­დე­ბი, რო­გორც ყვე­ლა ფეხ­ბურ­თელს მსურს მეტი გა­ვა­კე­თო, სწო­რედ ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ ახლა ვარ ძა­ლი­ან კარგ კონ­დი­ცი­ა­სა და ფორ­მა­ში. ყვე­ლა­ფერს ვი­ზამ, რომ ასე გაგ­რძელ­დეს და მო­მა­ვალ­ში იმე­დი მაქვს რომ მეტი დრო მო­მე­ცე­მა.