წყვილი “ბიოჰაკინგით“ ცხოვრებას 150 წლამდე გეგმავს - როგორია მათი ყოველდღიური რუტინა?
ახალგაზრდა წყვილი ამბობს, რომ ისინი პლანეტაზე ყველაზე მეტხანს აპირებენ ცხოვრებას და ამისთვის ცხოვრების წესი საოცრად აქვთ შეცვლილი.
LYV the Wellness Space-ის თანამფლობელი, 33 წლის კაილა ბარნს - ლენცი, დაქორწინებულია 36 წლის უორენ ლენცზე. ის მარკეტინგის სააგენტოს დამფუძნებელია.
კაილა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის კლინიკას, LYV the Wellness Space- ს თვეში 1000 დოლარს უხდის. ის კმპანიასთან ერთად მიმართავს “ბიოჰაკინგს“ - სპეციალურ წესებს, რომელიც წყვილს საშუალებას აძლევს დიდხანს შეინარჩუნონ ახალგაზრდობა და ამასთან, ხანგრძლივად იცოცხლონ. ისინი გეგმავენ 150 წლამე იცხოვრონ.
წყვილი იცავს მკაცრ ყოველდღიურ რუტინას. დილას “გონებისა და სხეულის ოპტიმიზაციით“ იწყებენ.
უორენი და კეილი გაღვიძებისთანავე იწყებენ პულსირებული ელექტრომაგნიტური ველის თერაპიას.
ამას მოსდევს ვარჯიშიდა სეირნობა გარიჟრაჟზე. შემდეგ მიირთმევენ მხოლოდ სახლში, ორგანული პროდუქციით მომზადებულ საუზმეს. იხილეთ სრულად