ვინ არიან მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები? | Allnews.Ge

ვინ არიან მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები?

Forbes-ის უახლესი მონაცემებით, დღესდღეობით მსოფლიოში 2 781 მილიარდერია. ზოგიერთი მათგანი ბევრს შრომობდა სტატუსის მისაღწევად, თუმცა ნაწილს შემოსავლიანი ბიზნეს საქმიანობა მემკვიდრეობით ერგო და თანაც, საკმაოდ ადრეულ ასაკში.

წარმოგიდგენთ ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერებს მსოფლიოში. აღსანიშნავია, რომ მათი ნაწილი მედიასთან კონტაქტს ერიდება და პირად ინფორმაციასაც სათუთად ინახავს.

20 წლის: ლივია ვოიგტი, ბრაზილია

ლივია ვოიგტი მხოლოდ ორი თვით უმცროსია იტალიელ კლემენტ დელ ვეკიოზე და ოფიციალურად ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია მსოფლიოში. 20 წლის ბრაზილიელი არის WEG-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ინდივიდუალური აქციონერი. ბრენდი აწარმოებს ელექტროძრავებს, ტურბინებს და გენერატორებს.

კომპანია დააარსა მისმა ბაბუამ, ვერნერ რიკარდო ვოიგტმა და მხოლოდ 2022 წელს გამოიმუშავა 6 მილიარდი დოლარის შემოსავალი. დღეს ის დაახლოებით 31 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

ლივია, რომლის ქონებაც დაახლოებით 1.3 მილიარდ დოლარს შეადგენს, პრიორიტეტს ანიჭებს განათლებას. ამჟამად სწავლობს ფსიქოლოგიას.

20 წლის: კლემენტე დელ ვეკიო, იტალია

კლემენტე დელ ვეკიო არის ლეონარდო დელ ვეკიოს ექვსი შვილიდან ერთ-ერთი.

EssilorLuxottica-ს ყოფილი თავმჯდომარე 2022 წელს გარდაიცვალა. მამის გარდაცვალების შემდეგ, კლემენტემ, ექვს და-ძმასთან და დედინაცვალთან ერთად, მემკვიდრეობით მიიღო მამის ქონებიდან 12,5%-იანი წილი. სულ რაღაც 18 წლის ასაკში ის მყისიერად გახდა იტალიისა და მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი.

მისი ქონება 5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

20 წლის: კიმ იუნგ-იუნი, სამხრეთ კორეა

20 წლის ასაკში კიმ ჯუნ-იუნი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია სამხრეთ კორეაში. ის და მისი უფროსი და, 22 წლის იუნგ-მინი, ფლობენ NXC-ის 18%-ს, რაც მათ ონლაინ თამაშების კომპანია Nexon-ის უმსხვილეს აქციონერებად აქცევს.

დებმა, რომელთა ღირებულებაა 1.7 მილიარდი დოლარი, მემკვიდრეობით მიიღეს თავიანთი წილი მამისგან, კიმ ჯუნ-ჯუსგან, რომელმაც Nexon 1994 წელს დააარსა. ის გარდაიცვალა 2022 წლის თებერვალში, 54 წლის ასაკში. იხილეთ სრულად