"ყურსასმენი მეკეთა, თავიდან ხმა ვერ გავიგე... ტერაქტს შევესწარი, ამ პერიოდში სამჯერ ჩაირთო განგაშის ზარი, ჩემს თავზე რაკეტები დაფრინავდნენ" - რას გვიყვება ისრაელში მცხოვრები ქართველი? | Allnews.Ge

"ყურსასმენი მეკეთა, თავიდან ხმა ვერ გავიგე... ტერაქტს შევესწარი, ამ პერიოდში სამჯერ ჩაირთო განგაშის ზარი, ჩემს თავზე რაკეტები დაფრინავდნენ" - რას გვიყვება ისრაელში მცხოვრები ქართველი?

ის­რა­ელ­ში, თელ-ავი­ვის რა­ი­ონ­ში, კერ­ძოდ, ია­ფა­ში 1-ლ ოქ­ტომ­ბერს, სა­ღა­მოს ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმა მოხ­და. ის­რა­ე­ლის მე­დი­ის ცნო­ბით, შვი­დი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და რამ­დე­ნი­მე და­შავ­და.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მა­ნამ­დე რვა და­ღუ­პულ­ზე სა­უბ­რობ­და, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ეს რი­ცხვი და­ზუს­ტდა. და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლი­დან ვი­დეო კად­რებ­ში ჩანს რამ­დე­ნი­მე უსი­ცო­ცხლო სხე­უ­ლი ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბა­ზე.

ორი ტე­რო­რის­ტი, რო­მელ­თა­გან ერთი თო­ფით იყო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი, მე­ო­რე კი - და­ნით, თავს და­ეს­ხა მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას თელ-ავი­ვის ტრამ­ვა­ი­ში, შემ­დეგ კი გა­ვიდ­ნენ გა­ჩე­რე­ბა­ზე და ეს­როდ­ნენ და ჩეხ­დენ ხალ­ხს ქა­ლა­ქის იე­რუ­სა­ლი­მის ქუ­ჩა­ზე.

პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი უშიშ­რო­ე­ბის ოფი­ცერ­მა და შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რებ­მა ეს­რო­ლეს და გა­ა­ნე­იტ­რა­ლეს ტე­რო­რის­ტე­ბი.

ორი­ვე ტე­რო­რის­ტი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, ერთი არის მეჰ­მედ ხა­ლაფ სა­ჰერ რა­ჯა­ბი და მე­ო­რე - ჰა­სან მუ­ჰა­მედ ჰა­სან ტა­მი­მი, ორი­ვე პა­ლეს­ტი­ნე­ლია ჰებ­რო­ნის და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­დან. გვი­ან ღა­მით ცა­ჰალ­მა მათ სახ­ლებ­ში რე­ი­დე­ბი ჩა­ა­ტა­რა.

რაც შე­ე­ხე­ბა და­შა­ვე­ბუ­ლებს, 8 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. ისი­ნი გა­და­იყ­ვა­ნეს ვოლფ­სო­ნის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში ჰო­ლონ­ში და იხი­ლო­ვის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში თელ-ავივ­ში. და­შა­ვე­ბულ­თა შო­რის იყო ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ციც, რო­მელ­საც ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტე­რო­რის­ტმა და­ნით რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. ქარ­თველ­მა ექი­მებ­მა ის ვე­ღარ გა­და­არ­ჩი­ნეს და იხი­ლო­ვის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნი­დან მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი, რომ­ლის სა­ხელ­სა და გვარ­საც შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვწერთ, ის­რა­ელ­ში სა­მუ­შა­ოდ იყო წა­სუ­ლი.

ტე­რაქტს შე­ეს­წრო ქარ­თვე­ლი ანუშ­კა ბორჩხა­ძე, რო­მე­ლიც მომ­ხდარ­ზე გვიყ­ვე­ბა:

"ცხოვ­რე­ბა­ში ასე არას­დროს შემ­ში­ნე­ბია. მო­ლო­დინ­შიც ვი­ყა­ვით თავ­დას­ხმის, შე­სა­ბა­მი­სად, პე­რი­ო­დუ­ლად ნი­უ­სებს თვალს ვავ­ლებ­დი სიფრ­თხი­ლის­თვის, და­ახ­ლო­ე­ბით 200-300 მეტრში ვი­ყა­ვი მეტ­როს სად­გუ­რი­დან, სა­დაც ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი მოხ­და, ყურ­სას­მე­ნი მე­კე­თა და თა­ვი­დან ხმა ვერ გა­ვი­გე, თუმ­ცა ხალ­ხის რე­აქ­ცი­ებ­ზე მივ­ხვდი, რომ რა­ღაც ხდე­ბო­და, და­ი­წყეს მა­ღა­ზი­ებ­ში შიგ­ნი­დან ჩა­კეტ­ვა და "პი­გუ­ას" (ტე­რო­რი­ტუ­ლი თავ­დას­ხმა) ძა­ხი­ლი, მეც სას­წრა­ფოდ მოვ­ბრუნ­დი, სხვა ქუ­ჩის­კენ გა­ვი­ქე­ცი, რომ სად­მე დავ­მა­ლუ­ლი­ყა­ვი, მა­ლე­ვე გა­მოჩ­ნდა ბევ­რი სას­წრა­ფო მან­ქა­ნა, გა­მაყ­რუ­ე­ბე­ლი სი­რე­ნე­ბით და ბევ­რი პო­ლი­ცია, მივ­ხვდი, რომ დიდ ტე­რაქტთან გვქონ­და საქ­მე. გა­ვი­ქე­ცი, რომ გავ­ცლო­დი ტე­რი­ტო­რი­ას (ვერც ტაქსს ვი­ძა­ხებ­დი და ვერც ვრე­კავ­დი ვერ­სად) სას­წა­რა­ფოდ პირ­ვე­ლი­ვე მო­სულ ავ­ტო­ბუს­ში შევ­ვარ­დით, ჩემ­თან ერ­თად კი­დევ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი იყო’’, - გვი­ამ­ბობს ანუშ­კა. იხილეთ სრულად