რა ქონებას ფლობს სკანდალში გახვეული ამერიკელი რეპერი P. Diddy? | Allnews.Ge

რა ქონებას ფლობს სკანდალში გახვეული ამერიკელი რეპერი P. Diddy?

ამერიკელი რეპერის, მომღერლის, პროდიუსერის, მეწარმისა და დიზაინერის, P. Diddy-ის ქონება 2024 წლის მდგომარეობით 600 მლნ დოლარს შეადგენს. ინფორმაციას Celebritynetworth-ი ავრცელებს.

P. Diddy-მა 90-იანი წლების ბოლო პირველი წარმატებული რეპ ალბომი გამოუშვა, რითაც კარიერაში პირველი გრემიც მიიღო. რეპერმა მოგვიანებით საკუთარი ტანსაცმლის ხაზი და ალკოჰოლური სასმელების ბრენდიც დააფუძნა.

მხოლოდ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში რეპერმა 1 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა თავისი ბიზნესებიდან. ყველაზე წარმატებული კი ალკოჰოლური სასმელების კომპანია Diageo-სთან პარტნიორობა გახდა.

2013 წელს აღნიშნულმა ორმა ბრენდმა ტეკილას ბრენდი DeLeon შეიძინეს. მისი სიმდიდრის ძირითადი წილი ბრენდ Cîroc-დან იყო, თუმცა გარიგება ოფიციალურად 2024 წლის იანვარში დასრულდა. ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, რეპერი ყოველწლიურად Cîroc-დან 60 მილიონ დოლარზე მეტის მოგებას ნახულობდა.

რეპერის შემოსავლის დიდი წყარო Bad Boy Records-დან მოდის, მისი ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღწევდა. ამასთანავე, ჯერ კიდე 2013 წელს Forbes-ი წერდა, რომ მისი ქონება 200 მილიონ დოლარს აჭარბებდა, რაც მეტწილად AQUAhydrate Water-ში მისი წილის წყალობით იყო. იხილეთ სრულად