რას ჰყვება სვეტიცხოვლის კოლორიტი გიდი პროფესიასა და ბუდუ ზივზივაძესთან ნათესაობაზე? | Allnews.Ge

რას ჰყვება სვეტიცხოვლის კოლორიტი გიდი პროფესიასა და ბუდუ ზივზივაძესთან ნათესაობაზე?

ალ­ბათ, იშ­ვი­ა­თია ისე­თი კო­ლო­რი­ტუ­ლი, გა­მორ­ჩე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბა, რო­გო­რიც 68 წლის ცი­ცი­ნო ზივ­ზი­ვა­ძეა - სვე­ტი­ცხოვ­ლის გიდი, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში კარ­გად იც­ნო­ბენ. კლა­სი­კუ­რი სა­მო­სი და ქუდი ან შლა­პა მისი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია. სვე­ტი­ცხო­ველ­ში შე­სულ უცხო­ე­ლებს ცნო­ბი­ლი გიდი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას აც­ნობს და ამ მშვე­ნი­ე­რი ტაძ­რის ამ­ბავს დიდი სიყ­ვა­რუ­ლით უყ­ვე­ბა.

- ალ­ბათ, მკი­თხავთ, ტე­ლე­ვი­ზი­ა­სა და პრე­სა­ში რა­ტომ აღარ ვჩან­ვარ. სიმ­შვი­დის მოყ­ვა­რუ­ლი ვარ, არ მი­ხა­რია, როცა ჩემი გა­და­ღე­ბა სურთ, მაგ­რამ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ყველ­გან მპო­უ­ლო­ბენ. მარ­ტო ქარ­თვე­ლე­ბი კი არა, უცხო­ე­ლე­ბიც მი­ღე­ბენ. "ფე­ის­ბუკ­შიც" იშ­ვი­ა­თად შევ­დი­ვარ, ტე­ლე­ვი­ზი­ა­შიც ჩემი ფე­ხით არას­დროს მივ­სულ­ვარ, თვი­თონ მო­დი­ოდ­ნენ სვე­ტი­ცხო­ველ­ში, მი­ღებ­დნენ და მეც უარს ვერ ვე­უბ­ნე­ბო­დი. ახლა უკვე უა­რის თქმას შე­ვეჩ­ვიე.

პრო­ფე­სი­ით ის­ტო­რი­კო­სი ვარ. ადრე უფ­რო­სი მეც­ნი­ერ­მუ­შა­კი ვი­ყა­ვი მცხე­თის ის­ტო­რი­ულ-არ­ქი­ტექ­ტუ­რულ მუ­ზე­უმ­ში. მერე მუ­ზე­უ­მი და­ხუ­რეს და გი­დო­ბა და­ვი­წყე. 10 წე­ლია, ამ საქ­მეს ვემ­სა­ხუ­რე­ბი. რა თქმა უნდა, დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, როცა ტუ­რის­ტებს შენი სამ­შობ­ლოს ის­ტო­რი­ას აც­ნობ. მე ამას მთე­ლი გუ­ლით და სიყ­ვა­რუ­ლით ვა­კე­თებ, რად­გან მი­მაჩ­ნია, რომ ეს დიდი საქ­მეა. მუ­ზე­უ­მი, სა­დაც ვმუ­შა­ობ­დი, სვე­ტი­ცხოვ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იყო, სვე­ტი­ცხო­ვე­ლი ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ აქა­უ­რო­ბას შე­მოვ­რჩი. ასაკ­ში შე­ვე­დი, მაგ­რამ აქა­უ­რო­ბა არ მეთ­მო­ბა.

- ტუ­რის­ტებ­თან მკა­ფიო ქარ­თუ­ლი აქ­ცენ­ტით ლა­პა­რა­კობთ. რა რე­აქ­ცია აქვთ ამა­ზე?

- ინ­გლი­სუ­რიც და რუ­სუ­ლიც ჩე­მით ვის­წავ­ლე და ამას პირ­და­პირ ვე­უბ­ნე­ბი - მე ქარ­თვე­ლი ვარ და მომ­წონს, რომ ქარ­თუ­ლი აქ­ცენ­ტით ვლა­პა­რა­კობ. აბა, სუფ­თა რუ­სუ­ლით რა­ტომ უნდა ვი­ლა­პა­რა­კო? სა­ქარ­თვე­ლო ისე მოს­წონთ, რომ მე­ო­რედ და მე­სა­მე­დაც ჩა­მო­დი­ან. ამ­ბო­ბენ, ამ ქვე­ყა­ნა­ში სა­ო­ცა­რი ენერ­გე­ტი­კა­აო, მად­ლო­ბას მიხ­დი­ან და ჩემ­თან ერ­თად ფო­ტო­ებს იღე­ბენ. მარ­თა­ლია, გრა­მა­ტი­კუ­ლი ინ­გლი­სუ­რი ან რუ­სუ­ლი არ ვიცი, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს წრფე­ლი გუ­ლით ვამ­ბობ, ჩემი ქვე­ყა­ნა მიყ­ვარს და ამას ხვდე­ბი­ან. რუ­სებს პირ­და­პირ ვე­უბ­ნე­ბი, რომ რუ­სეთ­მა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და­ი­პყრო, ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბი კი­რით შე­ა­თეთ­რა და უნი­კა­ლუ­რი ფრეს­კე­ბი წაგ­ვი­შა­ლა. სუ­ლაც არ ვფიქ­რობ, რამე არ ეწყი­ნოთ... მეც მწყინს, რომ ჩემი ქვე­ყა­ნა და­პყრო­ბი­ლია! ბევ­რი მე­უბ­ნე­ბა, რუ­სებს ოკუ­პან­ტებს რა­ტომ უწო­დებ, ეს შე­უ­რა­ცხყო­ფა­აო. რა­ტო­მაა შე­უ­რა­ცხყო­ფა? - მე სი­მარ­თლეს ვამ­ბობ და ვუყ­ვე­ბი, რო­გორ გვექ­ცე­ო­და რუ­სე­თი გე­ორ­გი­ევ­სკის ტრაქ­ტა­ტის და­დე­ბი­დან დღემ­დე.

- ამას რომ ამ­ბობთ, არ აპ­რო­ტეს­ტე­ბენ?

- პი­რი­ქით, ზო­გი­ერ­თი ბო­დიშ­საც იხ­დის. მე ვა­სა­ბუ­თებ იმას, რაც სრუ­ლი სი­მარ­თლეა. ჩემს სი­ტყვებს ისევ მო­ღა­ლა­ტე ქარ­თვე­ლი თუ გა­აპ­რო­ტეს­ტებს, თო­რემ შეგ­ნე­ბუ­ლი რუ­სე­ბი არ აპ­რო­ტეს­ტე­ბენ.

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თქვე­ნი სა­მო­სით და იე­რი­თაც იქ­ცევთ ტუ­რის­ტე­ბის ყუ­რა­დღე­ბას.

- გიდი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხეა და ყო­ველ­თვის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი უნდა იყოს. ძა­ლი­ან მიყ­ვარს კლა­სი­კუ­რი სა­მო­სი. სვე­ტი­ცხო­ველ­ში სტუმ­რე­ბი მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან ჩა­მო­დი­ან და ვცდი­ლობ ღირ­სე­უ­ლად დავ­ხვდე. გული მტკი­ვა, რომ ზო­გი­ერ­თი ტუ­რის­ტებს ის­ტო­რი­ას და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლად უყ­ვე­ბა. ზოგ­ჯერ ტაქ­სის მძღო­ლე­ბიც გი­დო­ბენ, შე­მო­იყ­ვა­ნენ ტუ­რის­ტებს ტა­ძარ­ში და სი­სუ­ლე­ლე­ებს უყ­ვე­ბი­ან. ასეთ ხალ­ხს სულ ვე­უბ­ნე­ბი, ჯო­ბია გა­ჩუმ­დეთ, ვიდ­რე ტუ­რის­ტებს სიც­რუე ან სი­სუ­ლე­ლე უთხრათ-მეთ­ქი. ჩემი პირ­და­პი­რო­ბის გამო ბევ­რი მო­კე­თეც მყავს და მტე­რიც, მაგ­რამ როცა მა­გი­ნე­ბენ, ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ. ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტე­ტი წარ­ჩი­ნე­ბით მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ მა­ინც ყო­ველ­დღე ვკი­თხუ­ლობ, მარ­ტო "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი" მაქვს, მგო­ნი, ას­ჯერ წა­კი­თხუ­ლი, მაგ­რამ სულ მგო­ნია, რომ ჩემი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ზე სა­თა­ნა­დოდ ვერ ვლა­პა­რა­კობ. მიკ­ვირს, ასე­თი ხალ­ხი რა­ტომ აძ­ლევს თავს უფ­ლე­ბას, ასეთ წმინ­და სა­კი­თხებს შე­ე­ხოს?!

- ჩვე­ნი ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძე თქვე­ნი მოგ­ვა­რეა თუ ნა­თე­სა­ვი?

- ბუდუ ჩემი სის­ხლით ნა­თე­სა­ვია. მი­ხა­რია, რომ გვარ­ში ასე­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი გვყავს. მის ყვე­ლა თა­მაშს ვუ­ყუ­რებ და ვგულ­შე­მატ­კივ­რობ. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა