ესპანეთში მცხოვრები ქართველი პრინცის საიდუმლო ქორწინება - ვინ არის უგო ბაგრატიონის რჩეული და რა დაარქვა წყვილმა ქალიშვილს? (ფოტოები)
ესპანეთში დაბადებული და გაზრდილი ქართველი პრინცის შესახებ არაერთი მასალა გამოგვიქვეყნებია. უგო ბაგრატიონი ქართულმა საზოგადოებამ წლების წინ, დავით ბაგრატიონ-მუხრანელისა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ქორწილიდან გაიცნო.
უგო ესპანეთში ცხოვრობს, მუშაობს უძრავი ქონების სააგენტოში და მისი საქმიანიობა ძირითადად რამდენიმე ათეულ მილიონად შეფასებული ვილების გაყიდვასთან არის დაკავშირებული.
უგოს პირადი ცხოვრება გასაიდუმლოებულია, ის არ კონტაქტობს ქართულ მედიასთან, თუმცა ადრე ვწერდით, რომ შეყვარებული იყო. მოგვიანებით კი საყვარელ ქალთან ერთად გადაღებული ფოტოები სოციალური ქსელიდან წაშალა.
ახლახანს, უგო ბაგრატიონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სამსახური შეიცვალა, sothebysrealty აღმოსავლეთ ანდალუზიის რეგიონალური დირექტორი გახდა.
უგო ბაგრატიონი დედასთან ერთადპროფილი იგივეა, პრინცი ისევ მილიონებად ღირებულ სახლებს გაყიდის. "შესაძლებლობები უსასრულოა" - წერს კომენტარებში ქალი, ნეკია ბაგრატიონი, რომელიც სწორედ ის გოგონაა, რომელზეც წლების წინ იყო უგო შეყვარებული და მოგვიანებით მისი ფოტოები სოციალური ქსელიდან წაშალა.
როგორც გავარკვიეთ ქართველმა პრინცმა სოციალურ ქსელში საყვარელი ქალის გამოჩენა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 2022 წელს წყვილმა იქორწინა. წყვილმა ქორწილი, ესპანეთში, მარბიელაზე გადაიხადა.
უგო ბაგრატიიონის მშობლების შესახებ...
უგო ბაგრატიონ-მუხრანელთა საგვარეულოს უფროსის, უფლისწულ ხორხე ბაგრატიონისა და მისი მეორე მეუღლის ნურია ლოპესის ვაჟია. რაც შეეხება პატარძალს, ქალი სან ფრანცისკოდან არის და Gulf International Bank-ის ცენტრალიზებულ ციფრულ დეპარტამენტში მაღალ თანამდებობაზე მუშაობს. იხილეთ სრულად