რა შეიძლება იყოს პირიდან ცუდი სუნის მიზეზები?
უსიამოვნო სუნი (ლათინურიდან ჰალიტოზი) არის სხვადასხვა სისტემური დაავადების სიმპტომი როგორიცაა:
შაქრიანი დიაბეტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიები, ქრონიკული რესპირატორული დაავადებები.
თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ჰალიტოზის მიზეზი არის სტომატოლოგიური დაავადებები და პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა.
ჰალიტოზი გამოხატულია:
ღრძილების ქრონიკული ანთებითი დაავადებების დროს,ენის უკანა მხარეს გამოხატული ნადების არსებობისას, სადაც გროვდება საკვების ნარჩენები, ბაქტერიები და ჩამოფრცქვნილი ეპითელიუმი.
აღმოჩნდა, რომ რაც უფრო ღრმაა პაროდონტის ჯიბეები (კბილსა და ღრძილს შორის სივრცე), მით უფრო ძლიერია სუნი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პირის ღრუს პროფესიული ჰიგიენის ჩატარება ექვს თვეში ერთხელ. იხილეთ სრულად