როგორ "დაიპყრო" ელენე მახარაშვილმა ქართველი მაგნატის სასახლე ნიუ-იორკში - მოდელის ცხოვრება ირაკლი კვირიკაძესთან დაშორების შემდეგ
ცნობილი ქართველი მსახიობები ირაკლი კვირიკაძე და ელენე მახარაშვილი დაშორდნენ. წყარო გვიყვება, რომ წყვილი დიდი ხანია რაც ერთად აღარ არიან. ელენეს წაშლილი აქვს სოციალური ქსელიდან ირაკლისთან ერთად გადაღებული ფოტოები.
მახარაშვილმა და კვირიკაძემ 2018 წელს ოფიციალურად ნიუ იორკში იქორწინა. საქორწილო წვეულებაზე წყვილის მეგობრები იყვნენ შეკრებილნი, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობენ.
ირაკლი კვირიკაძე საქართველოში განსაკუთრებულად პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც რეზო გიგინეიშვილმა „მძევლებში“ გეგა კობახიძის როლი ითამაშა. ბოლო ერთი წელია კი სერიალ "ცვალებად ნიშნებში" გადაიღეს. კვირიკაძე ქართველი თინეიჯერი გოგონების გულთამპყრობლად იქცა.ელენე ამერიკაში ცხოვრობს და იქ მოღვაწეობს, თუმცა ამის შესახებ ქვევით მოგიყვებით.
2023 წლის მაისში ირაკლი კვირიკაძე მეუღლესთან დაკავშირებით Ambebi.ge-ს უყვებოდა:
"ღვინის კეთებამ გამიტაცა. ბოლო პერიოდში კორნელის უნივერსიტეტში ღვინის კურსები გავიარე. ახლა მინდა, ნელ-ნელა პრაქტიკაზე გადავიდე და ეს საქმე მსახიობობის პარალელურად ვაკეთო. ელენე, ჩემი მეუღლე ძალიან პრაგმატული და ჭკვიანი გოგოა, მასაც აგრონომიის მიმართულება აინტერესებს. ამერიკაში ფერმაში იყო წასული და კურსები გაიარა. იდეა გვაქვს, აგრონომიის მიმართულებით მომავალში ერთად ვიმუშაოთ.“ იხილეთ სრულად