"ბექამ აღნიშნა, რომ კესარიას დედისა და დის მიმართ შეურაცხყოფა არ აპატია... მკვლელობის შემდეგ კი ჯაიანმა მედიკამენტები იყიდა, სავარაუდოდ თვითმკვლელობის მიზნით" - ახალი დეტალები | Allnews.Ge

"ბექამ აღნიშნა, რომ კესარიას დედისა და დის მიმართ შეურაცხყოფა არ აპატია... მკვლელობის შემდეგ კი ჯაიანმა მედიკამენტები იყიდა, სავარაუდოდ თვითმკვლელობის მიზნით" - ახალი დეტალები

სას­ტი­კად მოკ­ლუ­ლი ტრანსგენ­დე­რი ქალი კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე გუ­შინ დაკ­რძა­ლეს. ორი დღის წინ კი მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ბექა ჯა­ი­ანს სა­სა­მარ­თლომ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

ცნო­ბი­ლია ისიც, რომ ჯა­ი­ან­მა აბ­რა­მი­ძე წი­ნას­წა­რი გან­ზრახ­ვით მოკ­ლა. ამას ადას­ტუ­რებს ფაქ­ტი, რომ მან ია­რა­ღი, დანა მკვლე­ლო­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე შე­ი­ძი­ნა. სწო­რედ ცივი ია­რა­ღით მი­ა­ყე­ნა მან ყო­ფილ შეყ­ვა­რე­ბულ 28 ჭრი­ლო­ბა.

"კუ­რი­ე­რი PS"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ ბრალ­დე­ბულ­მა აფ­თი­აქ­ში მე­დი­კა­მენ­ტე­ბი იყი­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, თვით­მკვლე­ლო­ბის მიზ­ნით, თუმ­ცა შემ­დე­გი ჩხრე­კის შე­დე­გად ეს მე­დი­კა­მენ­ტე­ბი ჯა­ი­ანს პო­ლი­ცი­ამ ვერ უპო­ვა.

რა მოხ­და მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ?

მას შემ­დეგ რაც ბექა ჯა­ი­ან­მა გან­ზრახ­ვა სის­რუ­ლე­ში მო­იყ­ვა­ნა, ნა­თე­სა­ვის სახ­ლში სის­ხლი­ა­ნი მა­ი­სუ­რი გა­მო­იც­ვა­ლა და გა­რე­ცხა. ტაქ­სით დი­დუ­ბე­ში გა­ვი­და იქი­დან სა­რა­ჯიშ­ვი­ლის მეტ­როს­თან. შემ­დეგ ტაქ­სი გა­ა­ჩე­რა და 100 დო­ლა­რად წაყ­ვა­ნა სთხო­ვა სა­მეგ­რე­ლო­ში. მა­ნამ­დე აფ­თი­აქ­ში შე­ვი­და და წამ­ლე­ბი შე­ი­ძი­ნა. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, თვით­მკვლე­ლო­ბის მიზ­ნით.

"ბრალ­დე­ბუ­ლი გან­მარ­ტავს, რომ აფ­თი­აქ­ში შე­ი­ძი­ნა მე­დი­კა­მენ­ტე­ბი რო­მე­ლიც სურ­და თვით­მკვლე­ლო­ბის­თვის გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა, თუმ­ცა ჩხრე­კის შემ­დეგ ეს ნივ­თი­ე­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არის ამო­ღე­ბუ­ლი. ის ცდი­ლობ­და და­ე­ტო­ვე­ბი­ნა თბი­ლი­სი და შემ­დგომ სა­ქარ­თვე­ლო. ჯა­ი­ა­ნი ინ­ტე­რეს­დე­ბო­და აფხა­ზეთ­ში გა­დას­ვლით" - ამ­ბობს საქ­მის პრო­კუ­რო­რი.

ბექა ჯა­ი­ა­ნი სამ­ტრე­დი­ა­ში და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა. ჩვე­ნე­ბა­ში ამ­ბობს, რომ ეჭ­ვი­ა­ნობ­და ყო­ფილ შეყ­ვა­რე­ბულ­ზე, ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ კე­სა­რი­ას დე­დი­სა და დის მი­მართ შე­უ­რა­ცხყო­ფა არ აპა­ტია.

ცნო­ბის­თვის, ტრანსგენ­დე­რი ქალი, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე დიდ დი­ღომ­ში, ავ­თან­დი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოკ­ლეს. მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 26 წლის ბექა ჯა­ი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. ბექა ჯა­ი­ანს სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის „თ“ და „მ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით წა­რედ­გი­ნა, რაც გენ­დე­რის ნიშ­ნით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.