"ყველაზე მეტი ჭრილობა სახის არეში ჰქონდა. ანუ ტიპი ფიქრობდა, თუ გადარჩებოდა კესარია, სამუდამო იარებით ყოფილიყო... წესიც კი არ აუგეს" - ნანუკა ჟორჟოლიანი | Allnews.Ge

"ყველაზე მეტი ჭრილობა სახის არეში ჰქონდა. ანუ ტიპი ფიქრობდა, თუ გადარჩებოდა კესარია, სამუდამო იარებით ყოფილიყო... წესიც კი არ აუგეს" - ნანუკა ჟორჟოლიანი

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი მოკ­ლუ­ლი ტრანსგენ­დე­რი ქა­ლის, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის შე­სა­ხებ წერს:

"20 ჭრი­ლო­ბი­დან ყვე­ლა­ზე მეტი სა­ხის არე­ში ჰქონ­და. ანუ, ტიპი ფიქ­რობ­და, თუ გა­დარ­ჩე­ბო­და კე­სა­რია და ვინ­მე შვე­ლას მო­ას­წრებ­და, სა­მუ­და­მო ია­რე­ბით ყო­ფი­ლი­ყო.კე­სა­რია დარ­ჩა სა­მუ­და­მოდ ლა­მა­ზად.

გო­გოდ, რო­მე­ლიც ყვე­ლას უყ­ვარ­და, ყვე­ლას აც­რემ­ლე­ბა მო­ა­ხერ­ხა.

ასაკს მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, კესო ყვე­ლას გუ­ლე­ბამ­დე მი­ვი­და. იმი­ტომ რომ იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც წე­სიც კი არ აუ­გეს! სა­პატ­რი­არ­ქომ უარი თქვა.

კესო არის პირ­ვე­ლი. პირ­ვე­ლი ტრანსგენ­დე­რი ქალი ამ ქვე­ყა­ნა­ში და ასე დარ­ჩე­ბა სა­მუ­და­მოდ.

ხო, გქონ­და ფრთე­ბი, ჰოდა იფ­რი­ნე, კე­სა­რია. იქ სა­დაც დე­მო­ნე­ბი ვე­ღარ დაგ­ჯიჯგნი­ან", - წერს ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.

ცნო­ბის­თვის, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე დღეს, ვა­კის სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლეს. ის დიდ დი­ღომ­ში, ავ­თან­დი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოკ­ლეს. მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 26 წლის ბექა ჯა­ი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. ბექა ჯა­ი­ანს სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის „თ“ და „მ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით წა­რედ­გი­ნა, რაც გენ­დე­რის ნიშ­ნით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.