„სამგორი-ლილოს და დიდი დიღომი-გლდანის მიწისზედა მეტროები საარჩევნო დაპირებად დარჩა“ | Allnews.Ge

„სამგორი-ლილოს და დიდი დიღომი-გლდანის მიწისზედა მეტროები საარჩევნო დაპირებად დარჩა“

მოძრაობის „ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებელმა გიორგი ჯაფარიძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ თბილისში სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქს მეტროსადგურების რაოდენობა არ ყოფნის.

მისი თქმით, 2 მნიშვნელოვანი პროექტი, სამგორი-ლილოს და დიდი დიღომი-გლდანის დამაკავშირებელი მიწისზედა მეტროები, დაპირების მიუხედავად, განუხორციელებელი დარჩა.

„რეალურად, მეტრო არ გვაქვს. დაწყებული იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და სამგორი-ლილოს მიწისზედა მეტრო უნდა გაკეთებულიყო და შემდეგ ლილოდან უნდა წასულიყო რუსთავში. ამისთვის, თუ სწორად მახსოვს, გამოყოფილი იყო 70 მილიონი ლარი. ეს პროექტი იმიტომ შეჩერდა, რომ თანხები უნდა წასულიყო მეორე მიწისზედა მეტროში, რომელიც უნდა გაკეთებულიყო დიდი დიღმიდან გლდანის მეტრომდე.

დიდი დიღომი კი ჩააბეტონეს. იქ იმდენად ბევრი კორპუსია, რომ ფიზიკურად გაჩერებულია მოძრაობა და ეს პროექტიც ვერ განხორციელდა. რეალურად 2 პროექტი გვქონდა. სამგორი-ლილოს მეტროს პროექტი 2019 წელს უნდა დასრულებულიყო. ამ ტერიტორიაზე უამრავი ადამიანი გადაადგილდება. თუმცა, სამწუხაროდ, არც-ერთი მეტრო გაკეთებულა და არც მეორე. იხილეთ სრულად