"კესარია ბექა ჯაიანს შეხვედრაზე დასთანხმდა მათი ფოტოს სოცქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ... შემდეგ ჯაიანმა დანა იყიდა" - რა მოხდა მკვლელობის ღამეს: პროკურატურა დეტალებით | Allnews.Ge

"კესარია ბექა ჯაიანს შეხვედრაზე დასთანხმდა მათი ფოტოს სოცქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ... შემდეგ ჯაიანმა დანა იყიდა" - რა მოხდა მკვლელობის ღამეს: პროკურატურა დეტალებით

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 37 წლის ტრანსგენ­დერ ქალს, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძეს ბრალ­დე­ბულ­მა ბექა ჯა­ი­ან­მა და­ნით სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე 28 ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა.

უწყე­ბის ცნო­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რამ კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მკვლე­ლო­ბამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კვი­რით ადრე, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძეს და ბრალ­დე­ბულს პი­რად სა­კი­თხზე უთან­ხმო­ე­ბა მო­უ­ვი­დათ და აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო ისი­ნი ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ.

18 სექ­ტემ­ბერს, და­ახ­ლო­ე­ბით 15:50 სა­ათ­ზე, თბი­ლის­ში, ადამ მიც­კე­ვი­ჩის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში ბ.ჯ.-მ "ოპი­ნე­ლის" ფირ­მის გა­საშ­ლე­ლი დანა შე­ი­ძი­ნა და კე­სა­რია აბ­რა­მი­ძეს­თან შეხ­ვედ­რა გა­და­წყვი­ტა. ბრალ­დე­ბუ­ლის გან­მარ­ტე­ბით, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე შეხ­ვედ­რა­ზე დას­თან­ხმდა მათი ურ­თი­ერ­თო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­სუ­რა­თე­ბის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­სა­ჯა­რო­ე­ბის სა­ნაც­ვლოდ. ბრალ­დე­ბუ­ლი იმ მიზ­ნით, რომ კე­სა­რია აბ­რა­მი­ძეს შეხ­ვედ­რო­და და გან­ზრახ­ვა სის­რუ­ლე­ში მო­ეყ­ვა­ნა, ფო­ტო­ე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბას დას­თან­ხმდა, რის შემ­დე­გაც კე­სა­რია აბ­რა­მი­ძემ ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ატ­ვირ­თა. გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გე­ნი­ლია, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი სა­ა­კა­ძის მო­ედ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან ტაქ­სით და­ახ­ლო­ე­ბით 19:10 სა­ათ­ზე, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან მი­ვი­და, შე­ვი­და იქვე მდე­ბა­რე „ნი­კო­რას“ ფირ­მის მა­ღა­ზი­ა­ში, შე­ი­ძი­ნა ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლი და და­ახ­ლო­ე­ბით 19:27 სა­ათ­ზე კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის ბი­ნა­ში მი­ვი­და. ბრალ­დე­ბულ­მა შე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, ჯერ ხელი და­არ­ტყა კე­სა­რია აბ­რა­მი­ძეს, ხოლო შემ­დეგ იმა­ვე დღეს შე­ძე­ნი­ლი და­ნით სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებ­ში 28 ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ, და­ახ­ლო­ე­ბით 20 წუთ­ში, ბრალ­დე­ბულ­მა კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა კი­ბე­ე­ბით, ჩქა­რი ნა­ბი­ჯით და­ტო­ვა, ავ­თან­დი­ლის ქუ­ჩი­დან ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის ქუ­ჩის გავ­ლით გა­ვი­და მი­რი­ან მე­ფის და შემ­დეგ ფარ­ნა­ვაზ მე­ფის ქუ­ჩა­ზე, სა­დაც ამა­ვე ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ნა­თე­სა­ვის ბი­ნა­ში მი­ვი­და, გა­მო­იც­ვა­ლა მხო­ლოდ სის­ხლი­ა­ნი მა­ი­სუ­რი და ბინა და­ტო­ვა, რის შემ­დგო­მაც ჯერ ტაქ­სით წა­ვი­და დი­დუ­ბის მეტ­როს­თან, სა­ი­და­ნაც მეტ­რო­თი მეტ­რო­სად­გურ „სა­რა­ჯიშ­ვი­ლამ­დე“ იმ­გზავ­რა, ხოლო შემ­დეგ ასე­ვე ტაქ­სით სე­ნა­კის­კენ გა­ე­მარ­თა. ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ბ.ჯ. სამ­ტრე­დი­ის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე, კო­პიტ­ნა­რის აე­რო­პორ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ა­ჩე­რეს, რის შემ­დგო­მაც ბრალ­დე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ა­კა­ვეს. იხილეთ სრულად