ვინ არის ბექა ჯაიანი, რომელიც სავარაუდოდ კესარია აბრამიძის მკვლელობაშია ბრალდებული?
კესარია აბრამიძის მკლელობის საქმეზე პოლიციამ 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავა. ჯაიანი "ტვ პირველის" წყაროს ინფორმაციით, "რატის ბარის" თანამშრომელია.
ეს სწორედ ის პიროვნებაა, ვისთან ერთადაც რამდენიმე საათის წინ კესარიამ ფოტო გამოაქვეყნა. არსებული ინფორმაციითაც, კონფლიქტის მიზეზი სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო გახდა. ბექა ჯაიანი სენაკიდანაა.