"საქართველოში არ არსებობს ერთნაირსქესიანთა ქორწინება და კასპში რანაირად იქნება" - რას ფიქრობენ მერის სიტყვებზე ცნობილი კასპელები ოლეგ იაძე და მარეხ ყამბეგაშვილი? | Allnews.Ge

"საქართველოში არ არსებობს ერთნაირსქესიანთა ქორწინება და კასპში რანაირად იქნება" - რას ფიქრობენ მერის სიტყვებზე ცნობილი კასპელები ოლეგ იაძე და მარეხ ყამბეგაშვილი?

მე­ო­რე დღეა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კას­პში მომ­ხდა­რი ამ­ბე­ბი სა­ხუ­მა­რო თე­მად არის ქცე­უ­ლი.

გუ­შინ, კას­პის მერი მო­სახ­ლე­ო­ბას წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში გო­რის მერ­თან, ვლა­დი­მერ ხინ­ჩე­გაშ­ვილ­თან და პარ­ლა­მენ­ტარ ირაკ­ლი მე­ზურ­ნიშ­ვილ­თან ერ­თად შეხ­ვდა. შეხ­ვედ­რის ვახ­ტანგ მა­ი­სუ­რა­ძემ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ერ­თსქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბის სა­კი­თხზე ისა­უბ­რა.

“უნდა აიკ­რძა­ლოს "ერ­თსქე­სი­ან­თა" ქორ­წი­ნე­ბა ჩვენს რე­გი­ონ­ში, უნდა აიკ­რძა­ლოს "ერ­თსქე­სი­ან­თა" ოჯა­ხებ­ში ბავ­შვის აყ­ვა­ნა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, კას­პის მო­სახ­ლე­ო­ბა და­უდ­გე­ბა “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” გვერ­დში. ავ­ტო­მა­ტუ­რად, ლა­დოს და­უდ­გე­ბა გვერ­დში და გვე­ყო­ლე­ბა პარ­ლა­მენ­ტში. მარ­ტო გორ­ზე არ იქ­ნე­ბა აქ­ცენ­ტი გა­კე­თე­ბუ­ლი, გა­და­ნა­წილ­დე­ბა მისი ყუ­რა­დღე­ბა კასპზეც”, - გა­ნა­ცხა­და მა­ი­სუ­რა­ძემ.

მე­რის თქმით, თქმით, ევ­რო­კავ­ში­რი სა­ქარ­თვე­ლოს­ნა­ირ “აყ­ვა­ვე­ბულ ქვე­ყა­ნას” თა­ვად სთხოვს, რომ მას­თან გა­ერ­თი­ან­დეს.

“ევ­რო­კავ­ში­რი მერე თვი­თონ მიგ­ვი­ღებს, თუ ვუნ­დი­ვართ, ეს აყ­ვა­ვე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, აქეთ გვთხო­ვენ, შე­მო­დი­თო”, - ამ­ბობს მა­ი­სუ­რა­ძე.

რას ფიქ­რო­ბენ მე­რის სი­ტყვებ­ზე ცნო­ბი­ლი კას­პე­ლე­ბი ოლეგ იაძე და მა­რეხ ყამ­ბე­გაშ­ვი­ლი? - რო­დე­საც მათ კო­მენ­ტა­რის­თვის და­ვუ­კავ­შირ­დით, გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და არ­ცერთ მათ­განს მე­რის სი­ტყვე­ბი მოს­მე­ნი­ლი არ ჰქონ­და.

მა­რეხ ყამ­ბე­გაშ­ვი­ლი და ოლეგ იაძე 2014 წელს მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ გა­იც­ნო. მა­შინ იაძე ოლეგ იაძე კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბე­ლი იყო, ქალ­ბა­ტო­ნი მა­რე­ხი კი - მისი ოპო­ნენ­ტი. "კას­პი არის ტა­ტა­მი, ოლე­გაა ჩვე­ნი მწვრთნე­ლი", - ამ­ბობ­და მა­შინ ყამ­ბე­გაშ­ვი­ლი.

ახლა მა­რეხ ყამ­ბე­გაშ­ვი­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი მე­რი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლია, ოლეგ იაძე კი გა­დამ­დგა­რი ჩი­ნო­სა­ნი, რო­მე­ლიც მშობ­ლი­ურ სო­ფელ მე­ტეხ­ში დაბ­რუნ­და და სპორტდარ­ბაზ­ში მე­ნე­ჯე­რად მუ­შა­ობს

14372036-1744894299094404-6935198390998537684-o-42173-1726650997.jpg

მა­რეხ ყამ­ბე­გაშ­ვი­ლი:

- არ ვიცი, არ მო­მის­მე­ნია. ახ­ლაც მქონ­და სა­უ­ბა­რი, სულ არ მა­ღი­ზი­ა­ნე­ბენ ლგბტ თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, იყ­ვნენ თა­ვის­თვის, არა­ვის პი­რად სივ­რცე­ში არ ვიჭ­რე­ბი. ჩვენს სივ­რცე­შიც ნუ შე­მო­იჭ­რე­ბი­ან თა­ვი­ან­თი მო­გო­ნი­ლი უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად. ერ­თსქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბას არ მი­ვე­სალ­მე­ბი.

- თქვენს რე­გი­ონ­ში იყო აქამ­დე ერ­თსქე­სი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბე­ბი?

- არ ვიცი, არ მო­მის­მე­ნია, არც გა­მი­გია, რომ ვინ­მე ვინ­მე ვინ­მეს მი­ას­კდა. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს ერ­თნა­ირ­სქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბა და კას­პში რა­ნა­ი­რად იქ­ნე­ბა. იხილეთ სრულად