თბილისელი ცოლ-ქმრის მიერ ბულაჩაურში მოწყობილი წალკოტი - აგარაკი, ეზო, დეკორატიული ბაღი და ბოსტანი ერთ სივრცეში | Allnews.Ge

თბილისელი ცოლ-ქმრის მიერ ბულაჩაურში მოწყობილი წალკოტი - აგარაკი, ეზო, დეკორატიული ბაღი და ბოსტანი ერთ სივრცეში

თბილისთან ახლოს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულაჩაურში სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტმა ბერდია ნაცვლიშვილმა და მისმა მეუღლემ ხატია ჯამბაზიშვილმა ერთი ჩვეულებრივი სახლი, ნამდვილ წალკოტად აქციეს.აგარაკის ინტერიერი ხომ საუცხოოდ მოაწყვეს, მაგრამ ექსტერიერი ისე დააგეგმარეს, ერთ სივრცეში არსებული დეკორატიული ბაღი, ბოსტანი ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეულით და ხეხილით განაშენიანებული ტერასები ერთმანეთს ბუნებრივად ერწყმის და წლის ყველაზე სეზონზე ულამაზეს გარემოს ქმნის.ეზოს ერთიან კონცეფციას სრულყოფილს ხდის ისეთი არქიტექტურული ელემენტები, რომელშიც გამოყენებულია ძველი ქართული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი სამშენებლო მასალა - წითელი აგური, კრამიტი და ხე.

გარდა იმისა, რომ ბერდია და მისი მეუღლე ამ ულამაზეს გარემოზე ზრუნავენ, აქტიურები არიან კარიერული თვალსაზრისით, თბილისში ცხოვრობენ - ბერდია საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობის დირექტორია, პარალელურად, ლექციებს კითხულობს, აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ საქმიანობაში. მისი მეუღლე ხატია, პიარ სააგენტოში ციფრული მედია ჩართულობის მიმართულებას კურირებს. წყვილს სამი შვილი ჰყავს: 15 წლის თეკლა, 10 წლის ლუკა და 5 წლის ნიკო. თუ როგორ ახერხებენ კარ-მიდამოს მოვლას ბულაჩაურში ასეთ აქტიურ კარიერულ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებასთან ერთად - ამაზე თავად ბერდია ისაუბრებს ინტერვიუში.

cfd982ce-96fd-4d37-8a98-78b63d7bcb40-1726549540.jpg

- როდის გაგიჩნდათ იდეა და ინტერესი, რომ გქონოდათ აგარაკი და ასე გეზრუნათ მის განაშენიანებაზე? რა იყო ინსპირაცია?

- ინტერესი, რომ გვქონოდა აგარაკი, მე და ხატიას ჩვენი ქორწინების მე-4 წელს გაგვიჩნდა, როდესაც დღის წესრიგში დადგა ჩვენი 1 წლის თეკლას ქალაქგარეთ დასვენების საკითხი. გვინდოდა ისეთი ადგილის შერჩევა, სადაც ზაფხულში მთელი ოჯახი თბილისიდან გადავიდოდით, მე და ხატია სამსახურში იქიდან ვივლიდით, თეკლა - ბაბუა-ბებიასთან დარჩებოდა, საღამოობით კი ყველანი ერთად მშვიდ გარემოში ისევ შევიკრიბებოდით.ადგილმდებარეობის შერჩევას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდით, რადგან გვსურდა ისეთ ადგილზე დაფუძნება, სადაც ყველა სეზონი გამორჩეული იქნებოდა: ზაფხული გრილი, შემოდგომა ფერადი, ზამთარი მკაცრი, გაზაფხული კი ბუნების გამოღვიძებასთან ასოცირებული. გარდა ამისა, ის უნდა ყოფილიყო თბილისიდან არაუმეტეს 45 წუთის სავალზე, რომ იოლი ყოფილიყო სამსახურში ყოველდღიურად სიარული.

6d92583a-ef07-4b95-a86d-2879b2c2c49e-1726549557.jpg

ასე დაიწყო აგარაკის ძიების პროცესი: მე და მამა ჩავსხედით მანქანაში და რამდენიმე კვირის მანძილზე მოვინახულეთ სხვადასხვა ადგილები, ბოლოს სოფელ ბულაჩაურში იმ სააგარაკე ადგილს მივაგენით, რომელიც საბოლოოდ ჩვენი არჩევანი გახდა. მანამ შევიძენდით, ადგილი ჩემს კოლეგებს, მეგობრებს და ოჯახის სხვა წევრებსაც ვაჩვენე, ყველასგან პოზიტიური უკუკავშირი მივიღეთ და გადაწყვეტილება შეძენაზეც მალევე მივიღეთ. იხილეთ სრულად