"ვანიდან დავიწყე და ახლა ნიუ-იორკში ვარ... მშენებლობაზე ვმუშაობდი, მერე ვვარჯიშობდი, პაემანზეც მივდიოდი და ყველაფერს ვასწრებდი" - მერაბ დვალიშვილის გზა წარმატებისკენ | Allnews.Ge

"ვანიდან დავიწყე და ახლა ნიუ-იორკში ვარ... მშენებლობაზე ვმუშაობდი, მერე ვვარჯიშობდი, პაემანზეც მივდიოდი და ყველაფერს ვასწრებდი" - მერაბ დვალიშვილის გზა წარმატებისკენ

მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი UFC-ის სუ­პერ­სმუ­ბუ­ქი წო­ნის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. მან სა­ჩემ­პი­ო­ნო ბრძო­ლა­ში შონ ო'მალი და­ა­მარ­ცხა და ქა­მა­რი მო­ი­პო­ვა.

მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი 1991 წლის 10 იან­ვარს თბი­ლის­ში, და­ი­ა­ბა­და. არის შე­რე­უ­ლი საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის (MMA) მებ­რძო­ლი.ახალ­გაზ­რდულ ასაკ­ში მან და­ი­წყო ვარ­ჯი­ში ქარ­თულ ჭი­და­ო­ბა­ში, სამ­ბო­სა და ძი­უ­დო­ში. 21 წლის ასაკ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­ვი­და აშშ-ში და გახ­და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი შე­რე­უ­ლი ორ­თაბ­რძო­ლე­ბის მებ­რძო­ლი. მისი მწვრთნე­ლე­ბი არი­ან რეი ლონ­გო და მატ სერა.

2019 წელს დვა­ლიშ­ვილ­მა სამ­ბოს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, 68კგ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში და­ი­კა­ვა მე­ო­რე ად­გი­ლი. ის ფი­ნალ­ში რუს სტე­ფან კო­ბე­ნოვ­თან და­მარ­ცხდა.

მან შონ ო'მა­ლიმ­დე, ამე­რი­კე­ლი ჰენ­რი სეჰუ­დო და­ა­მარ­ცხა ამ ბრძო­ლამ­დე კი კა­რი­ე­რა­ში 16 მო­გე­ბა და 4 მარ­ცხი ჰქონ­და.

მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლის წარ­სუ­ლი

merab-dvalishvili-3-1708257705-1726468654.jpg

"ვა­ნი­დან და­ვი­წყე და ახლა ნიუ იორკში ვარ“ - ეს ფრა­ზა მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლის კა­რი­ე­რულ გზას სა­უ­კე­თე­სოდ აღ­წერს. ალ­ბათ, აქამ­დე მხო­ლოდ ფილ­მებ­ში გვი­ნა­ხავს გმი­რე­ბის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი, თავ­გან­წი­რუ­ლი ბრძო­ლა დი­ა­დი მიზ­ნე­ბის­თვის. მე­რა­ბის ის­ტო­რი­აც ფილ­მის სცე­ნარს ჰგავს.

2020 წელს მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლის ძმამ, მი­ხე­ილ დვა­ლიშ­ვილ­მა, UFC-ში მე­რა­ბის მე-5 ბრძო­ლის შემ­დეგ, ვრცე­ლი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც წერ­და, რომ მის­მა ძმამ აქამ­დე მო­სას­ვლე­ლად ძნე­ლი გზა გა­ი­ა­რა. მე­რაბ­მა მა­შინ ამე­რი­კე­ლი ქე­ი­სი კენი და­ა­მარ­ცხა და 12 გდე­ბის შეს­რუ­ლე­ბით სუ­პერმ­სუ­ბუქ დი­ვი­ზი­ონ­ში რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა...

"მინდა მივულოცო ჩემს ძმას ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება. ვიცი, რომ ის კიდევ უფრო ბევრჯერ, უფრო დიდი მასშტაბებით ასახელებს საქართველოს. მიუხედავად იმისა, რომ მას არ ჰყავდა სპონსორი, მან შეძლო 7 წლის მანძილზე ემიგრაციაში მშენებლობაზე დამქანცველი სამუშაოს პარალელურად სპორტისთვის თავი არ დაენებებინა და დამოუკიდებლად მიდიოდა წარმატებისკენ. მიუხედავად ბევრი იმედგაცრუებისა, არ დაკარგა ქვეყნის სიყვარული და პატრიოტიზმი. ასე ამაყად აფრიალებს ქართულ დროშას", - წერდა მიხეილ დვალიშვილი. იხილეთ სრულად