"მთელი სოფელი გვერდით დამიდგა, 2 თვეა, რაც სპორტდარბაზი გვაქვს... ბავშვებისთვის ვარჯიში უფასოა" - გაიცანით ახალგაზრდა, რომელმაც სოფელ სასირეთში სპორტდარბაზი გახსნა | Allnews.Ge

"მთელი სოფელი გვერდით დამიდგა, 2 თვეა, რაც სპორტდარბაზი გვაქვს... ბავშვებისთვის ვარჯიში უფასოა" - გაიცანით ახალგაზრდა, რომელმაც სოფელ სასირეთში სპორტდარბაზი გახსნა

რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რე­ბი ახალ­გაზ­რდე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბის ბევრ სი­კე­თეს მოკ­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ხელი თით­ქმის არ მი­უწ­ვდე­ბათ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბი­სა და სპორ­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის­თვის სა­ჭი­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­სა თუ ობი­ექ­ტებ­ზე.

ახალ­გაზ­რდა ზურა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი, კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სა­სი­რე­თი­დან, ცდი­ლობს, თა­ვის სო­ფელ­ში ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია გა­უ­წი­ოს და ამის­თვის დროს, ენერ­გი­ას და შრო­მას არ იშუ­რებს."ჩემი სო­ფე­ლი კას­პი­დან 25 კი­ლო­მეტ­რით არის და­შო­რე­ბუ­ლი. 25 კი­ლო­მეტ­რის რა­დი­უს­ში არ­ცერ­თი სპორ­ტულ-გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი სივ­რცე აქამ­დე აქ არ არ­სე­ბობ­და. ასეთ პი­რო­ბებ­ში გა­ვი­ზარ­დე მეც და ჩემი მე­გობ­რე­ბიც. გვინ­დო­და ვარ­ჯი­ში, მაგ­რამ არ ვი­ცო­დით, რო­გორ გვე­ვარ­ჯი­შა, არც ისე­თი ინ­ვენ­ტა­რი გვქონ­და, რომ­ლი­თაც სხე­ულს ვა­ვარ­ჯი­შებ­დით... სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, სო­ფელ­ში ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის სპორტდარ­ბა­ზი შე­მექ­მნა.

ჩვე­ნი მი­ზა­ნია, და­ვეხ­მა­როთ ახალ­გაზ­რდებს დრო­ის სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბა­ში, გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­ში ადა­მი­ანს ეხ­მა­რე­ბა, ჩა­მოს­ცილ­დეს ქუ­ჩას, უარი თქვას მავ­ნე ჩვე­ვებ­ზე. გვჭირ­დე­ბა კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი ჯან­სა­ღი და ძლი­ე­რი თა­ო­ბა. მწამს ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­შის, მჯე­რა, რომ ვარ­ჯიშს შე­უძ­ლია უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვა­ლოს ადა­მი­ა­ნი", - ამ­ბობს ზურა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი.

bichi-59570-1726407676.jpeg

სა­ნამ მას­თან მთა­ვარ სა­სა­უბ­რო თე­მა­ზე გა­და­ვი­დო­დით, ვთხო­ვეთ, ჯერ სა­კუ­თა­რი სოფ­ლის შე­სა­ხებ მო­ე­ყო­ლა. - სა­სი­რე­თი პა­ტა­რა სო­ფე­ლია, მაგ­რამ დიდი ის­ტო­რია აქვს. ან­ტი­კუ­რი ხა­ნი­დან არ­სე­ბობს. მდე­ბა­რე­ობს მდი­ნა­რე თე­ძა­მის ხე­ო­ბა­ში - თე­ძა­მი­სა და მტკვრის შე­სარ­თავ­თან.

ამ სოფ­ლის მკვიდ­რი იყო სა­ხელ­გან­თქმუ­ლი გე­ნე­რა­ლი გი­ორ­გი მაზ­ნი­აშ­ვი­ლი. სოფ­ლის სა­ჯა­რო სკო­ლა, რაც დღეს არ­სე­ბობს, 1919 წელს გე­ნე­რალ­მა მაზ­ნი­აშ­ვილ­მა და­ა­არ­სა, რის გა­მოც სკო­ლას მოგ­ვი­ა­ნე­ბით მისი სა­ხე­ლი მი­ე­ნი­ჭა. გე­ნე­რალ­მა ბიბ­ლი­ო­თე­კაც აა­შე­ნა. გი­ორ­გი მაზ­ნი­აშ­ვი­ლი სკო­ლის კურსდამ­თავ­რე­ბულ ნი­ჭი­ერ ახალ­გაზ­რდებს თა­ვი­სი სახ­სრე­ბით უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­შიც გზავ­ნი­და.

darbazi4-59615-1726407695.jpeg

სა­სი­რე­თი თბი­ლის­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს, და­ახ­ლო­ე­ბით 40 წუ­თის სა­ვალ­ზე და მო­სახ­ლე­ო­ბა სა­მუ­შა­ოდ უფრო ქა­ლაქ­ში დავ­დი­ვართ. ჩვენ­თან ჩი­ნე­ბუ­ლი ღვი­ნო მო­დის, კარ­გი ვა­ზის მო­სა­ვა­ლი გვაქვს.

- სა­ინ­ტე­რე­სოა ეს ყვე­ლა­ფე­რი... ზურა, ზო­გა­დი ფი­ზი­კუ­რი მომ­ზა­დე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი ხართ, მწვრთნე­ლი, დამ­თავ­რე­ბუ­ლი გაქვთ სპორ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტი. ეს სპორ­ტის მი­მართ თქვენ­მა დიდ­მა სიყ­ვა­რულ­მა გა­ნა­პი­რო­ბა?

- კი, ასეა... ბავ­შვო­ბა­ში და მო­ზარ­დო­ბა­ში ვარ­ჯი­ში რომ მინ­დო­და, არ გვქონ­და სპორტდარ­ბა­ზი და არც შე­სა­ბა­მი­სი ინ­ვენ­ტა­რი. ამი­ტომ და­ვი­წყე ბრძო­ლა, არ დავ­ნებ­დი, - ავას­ხი გი­რე­ბი, არ­მა­ტუ­რე­ბით, ბე­ტო­ნით, ბლო­კე­ბით აი­ვან­ზე კუს­ტა­რუ­ლი ტრე­ნა­ჟო­რე­ბი შევ­ქმე­ნი, რომ სპორ­ტი გა­მე­ვი­თა­რე­ბი­ნა.

- ე.ი. სპორ­ტულ წრე­ზე ვერ­სად და­დი­ო­დით?

- ვერა. ჭი­და­ო­ბის დარ­ბა­ზი გვერ­დით სო­ფელ­ში კი იყო, მაგ­რამ რა­ღა­ცე­ბის გამო იქ ვერ ვი­ა­რე. არა­და, ვარ­ჯი­ში მომ­წონ­და, მინ­დო­და, ძლი­ე­რი, ჯან­სა­ღი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად სო­ფელ­ში რა ხდე­ბო­და - მი­დი­ო­და ლუ­დის სმა, რაში გა­რე­ვაც არ მინ­დო­და... უმე­ტე­სად ფიტ­ნე­სი, კრი­ვი მი­ზი­დავ­და. აქ რომ მქო­ნო­და იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ კრი­ვით, ან ფიტ­ნე­სით დავ­კა­ვე­ბუ­ლი­ყა­ვი, შე­იძ­ლე­ბა ბო­დი­ბილ­დე­რი, ან მოკ­რი­ვე გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. იხილეთ სრულად