"ქართული ოცნების” პოლიტიკას ვიზიარებ... ჩვენ ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება მშვიდობა - ვთვლი, რომ დღევანდელი ხელისუფლება და პრეზიდენტი არიან ხალხის სამსახურში" - ლაშა ტალახაძე | Allnews.Ge

"ქართული ოცნების” პოლიტიკას ვიზიარებ... ჩვენ ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება მშვიდობა - ვთვლი, რომ დღევანდელი ხელისუფლება და პრეზიდენტი არიან ხალხის სამსახურში" - ლაშა ტალახაძე

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” პო­ლი­ტი­კას ვი­ზი­ა­რებ იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ჩვენ ქვე­ყა­ნას ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა მშვი­დო­ბა. წინ არის რთუ­ლი გზა გა­სავ­ლე­ლი და ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვალთ ევ­რო­პა­ში, - ამის შე­სა­ხებ სამ­გზის ოლიმ­პი­ურ­მა ჩემ­პი­ონ­მა ლაშა ტა­ლა­ხა­ძემ ოლიმ­პი­ე­ლე­ბი­სა და პა­რა­ლიმ­პი­ე­ლე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

ამას­თან, ტა­ლა­ხა­ძემ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი­სა და წევ­რე­ბის არ დას­წრე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და, რომ მისი აზ­რით, პრე­მი­ერ-მი­ნისტრს გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბი ჰქონ­და.

"დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბი ჰქონ­და. მე აქ ვარ. მე რა ჯილ­დოც მე­კუთ­ვნო­და, ჩა­ვი­ბა­რე. ყვე­ლას წარ­მა­ტე­ბა მინ­და ვუ­სურ­ვო. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ დიდ ნა­ბიჯს გა­დავ­დგამთ და ევ­რო­პა­ში შე­ვალთ”,- გა­ნა­ცხა­და ტა­ლა­ხა­ძემ.

კი­თხვა­ზე, იზი­ა­რებს თუ არა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბებს, ტა­ლა­ხა­ძე ასე პა­სუ­ხობს: "ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტე მე არა­ვის­თვის არ მი­წო­დე­ბია და არც ვუ­წო­დებ“.

"ვიცი, რომ გუ­შინ­დელ და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე იყო მოწ­ვე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი, მაგ­რამ არ მო­ვი­და, ეს მე, რო­გორც სპორ­ტსმენს, არ მწყე­ნია”,- აღ­ნიშ­ნა მან.

ამას­თან, ლაშა ტა­ლა­ხა­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს და­ჯილ­დო­ე­ბის­თვის გამო მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” პო­ლი­ტი­კას ვი­ზი­ა­რებ იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ჩვენ ქვე­ყა­ნას ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა მშვი­დო­ბა. ვთვლი, რომ დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და პრე­ზი­დენ­ტი არის ხალ­ხის სამ­სა­ხურ­ში. შე­იძ­ლე­ბა უხე­შად გა­მო­მი­ვი­დეს, მაგ­რამ მო­ვა­ლე­ო­ბაც კი არის, რო­დე­საც შენი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აღ­წევს დიდ წარ­მა­ტე­ბას, უნდა გა­დას­ცე ჯილ­დო. მინ­და მად­ლო­ბა ვუ­თხრა ქალ­ბა­ტონ პრე­ზი­დენტს ამ ჯილ­დოს­თვის. ნამ­დვი­ლად და­სა­ფა­სე­ბე­ლია თი­თო­ე­უ­ლი სპორ­ტსმე­ნის მხრი­დან. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი მას. წინ არის რთუ­ლი გზა გა­სავ­ლე­ლი და ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვალთ ევ­რო­პა­ში", - გა­ნა­ცხა­და ტა­ლა­ხა­ძემ.