ფოტოკოლაჟი პრეზიდენტის სასახლიდან: ვინ ესწრებოდა ოლიმპიელების და პარალიმპიელების დაჯილდოებას
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის პარიზის XXXIII ზაფხულის ოლიმპიურ და XVII პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოსთვის მოპოვებული გამარჯვებისა და მიღწეული წარმატებისათვის, ქართული სპორტის საერთაშორისო ასპარეზზე საუკეთესოდ წარმოჩენისა და მის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის ოლიმპიელები და პარალიმპიელები ორდენებით დააჯილდოვა.
ორბელიანის მოედანზე სპორტსმენების დასახვედრად წითელი ხალიჩაც იყო გაშლილი, შოუს კი მუსიკალურად ლელა წურწუმია აფორმებდა.
პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლაში 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის მონაწილეებს ცხოვრებისა და შემდეგი გამარჯვებების გზაზე ხალხის სიყვარულის დაფასება, გაფრთხილება და შენარჩუნება უსურვა.
„სპორტსმენებო, გამარჯვებულებო თუ მონაწილეებო, ერთნაირად გღებულობთ დღეს თქვენი ქვეყნის მოსახლეობა. თქვენ არა მხოლოდ დაიმსახურეთ მედლები, ჯილდოები და პრემიები, თქვენ მიიღეთ ბევრად მეტი, ბევრად ძვირფასი, ბევრად მარადიული, ისეთი რამ, რაც ვერაფერში ვერ უნდა იცვლებოდეს და ეს არის ხალხის სიყვარული. დაე, შეგეძლოთ თქვენი ცხოვრებისა და შემდეგი გამარჯვებების გზაზე ამ სიყვარულის დაფასება, გაფრთხილება და შენარჩუნება" - თქვა პრეზიდენტმა.
ნახეთ ფოტოები, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს: