სიახლე შვრიასა და ბანანზე, რაც მათ სარგებლიანობას ეჭვქვეშ აყენებს - კვლევა 5600 ბავშვზე ჩატარდა
ფინეთის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ინსტიტუტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბანანისა და შვრიის ფაფა ბავშვებში პირველი ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს ზრდის, კენკრა კი, პირიქით, იცავს ამ დაავადებისგან. ამის შესახებ The Guardian იუწყება.
კვლევაში მონაწილეობდა დიაბეტისადმი გენეტიკური მიდრეკილების მქონე დაახლოებით 5600 ბავშვი. მათ მენიუზე დაკვირვება დაბადებიდან ექვს წლამდე მიმდინარეობდა.
მეცნიერებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ხილის, კენკრის, ჭვავის, შვრიის და იოგურტის მოხმარებას.კვლევის ბოლოს 94 ბავშვს განუვითარდა ტიპი 1 დიაბეტი და 206-ს აღენიშნებოდა კუნძულოვანი უჯრედების დისფუნქციის ნიშნები. ეს არის ენდოკრინული სისტემის ჰორმონის წარმომქმნელი უჯრედები, რომლებიც მდებარეობს პანკრეასზე. მათი დისფუნქცია მნიშვნელოვნად ზრდის დიაბეტის ალბათობას.
ბავშვთა კვების ანალიზმა აჩვენა, რომ რაც უფრო მეტს ჭამდა დაკვირვების ქვეშ მყოფი ბავშვი ბანანს, შვრიის ფაფას ან ჭვავს, მით უფრო იზრდებოდა ამ დაავადების განვითარების რისკი. იხილეთ სრულად