ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ რუს ტურისტს მეხი ცეკვის დროს დაეცა
ბათუმში, სანაპიროსთან რუს ტურისტს მეხი დაეცა და დაშავდა. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბირგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც კლინიკაში AMBEBI.GE-ს განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცი ქირურგიულ განყოფილებაში არის მოთავსებული.
ექიმების თქმით, მას სხეულზე პირველი-მეორე ხარისხის დამწვრობა აღენიშნება.
"ახალგაზრდა მამაკაცს ყველა სამედიცინო პროცედურა ჩაუტარდა. მოთავსებულია ქირურგიულ განყოფილებაში, სხეულის პირველი-მეორე ხარისხის დამწვრობით. სტაბილურად ფასდება მისი მდგომარეობა”,- აცხადებენ კლინიკაში
სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ ტურისტს მეხი ცეკვის დროს დაეცა. ის სანაპიროზე მეგობრებთან ერტად იმყოფებოდა.