"ივანიშვილმა ღმერთსაც კი "გადაუჯოკრა“, მესამედ მოვიდა, ეს კარგი ცხოვრებით არ არის განპირობებული, ორი კინკილა სპორტსმენის იმედზე დარჩნენ" - გია ხუხაშვილი | Allnews.Ge

"ივანიშვილმა ღმერთსაც კი "გადაუჯოკრა“, მესამედ მოვიდა, ეს კარგი ცხოვრებით არ არის განპირობებული, ორი კინკილა სპორტსმენის იმედზე დარჩნენ" - გია ხუხაშვილი

"[ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა] ღმერ­თსაც კი "გა­და­უ­ჯოკ­რა“, მე­სა­მედ მო­ვი­და, ეს იძუ­ლე­ბი­თი ნა­ბი­ჯია, ეს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი ცხოვ­რე­ბით არ არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, - ასე შე­ა­ფა­სა პო­ლი­ტი­კის ანა­ლი­ტი­კოს­მა, გია ხუ­ხაშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სიის ოცე­უ­ლი.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, სია "კა­ტას­ტრო­ფუ­ლად სუს­ტია" და მმარ­თვე­ლი გუნ­დი "ორი კინ­კი­ლა სპორ­ტსმე­ნის იმედ­ზეა“."ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პირ­ველ ნომ­რად და­სა­ხე­ლე­ბას აქვს რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და ირა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ახ­სნა. რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ახ­სნა ისაა, რომ მას არ აქვს რე­ა­ლუ­რად არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის იმე­დი. შე­სა­ბა­მი­სად, მას შე­იძ­ლე­ბა მო­უ­წი­ოს ვინ­მეს­თან კო­ა­ლი­ცი­ის შექ­მნა და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მოქ­მე­დე­ბე­ბის სრუ­ლი დი­ა­პა­ზო­ნი ჰქონ­დეს. მას შე­იძ­ლე­ბა მო­უ­წი­ოს ორი ირაკ­ლის ჩა­რე­ცხვა და ეს იყოს ერთ-ერთი პი­რო­ბა პოსტსა­არ­ჩევ­ნოდ კო­ა­ლი­ცი­ის შექ­მნის. პო­ტენ­ცი­ურ პარტნი­ორ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მას ხელ-ფეხი გახ­სნი­ლი უნდა ჰქონ­დეს. მას უნდა ჰქონ­დეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის კომ­ფორ­ტი. პირ­ველ ნომ­რად სხვა თუ და­სა­ხელ­დე­ბო­და, ბუ­ნებ­რი­ვია,

მა­ნევ­რს მო­უკ­ლავ­და, იმი­ტომ რომ ოპო­ზი­ცი­ა­ში არ არ­სე­ბობს ძალა, რო­მე­ლიც მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ან კო­ბა­ხი­ძეს­თან ან ღა­რი­ბაშ­ვილ­თან გა­მარ­თავ­და. ეს არის რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ახ­სნა. გარ­და ამი­სა, მას ეს­მის, რომ სჭირ­დე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი იმუ­ნი­ტე­ტი და გარ­კვე­ულ­წი­ლად სა­კუ­თა­რი რო­ლის სრულ ლე­გა­ლი­ზა­ცი­ას ახ­დენს, იმი­ტომ, რომ სა­კუ­თარ მო­მა­ვალ­თან და­კავ­ში­რე­ბით გარ­კვე­უ­ლი შფოთვე­ბი აქვს. ეს ირა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ახ­სნაა, რო­მე­ლიც ასე­ვე სევ­დი­ა­ნი ის­ტო­რი­ა­ცაა, მე­სა­მედ მოს­ვლის ის­ტო­რია. პრინ­ციპ­ში, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ღმერ­თსაც კი "გა­და­უ­ჯოკ­რა", მე­სა­მედ მო­ვი­და. ეს იძუ­ლე­ბი­თი ნა­ბი­ჯია, ეს არ არის მის­თვის კომ­ფორ­ტუ­ლი ქმე­დე­ბა. მე ვფიქ­რობ, რომ მას პრე­ტენ­ზია იმუ­ნი­ტე­ტის შე­სა­ძე­ნად, სა­მო­მავ­ლოდ უფრო პრე­ზი­დენ­ტო­ბა­ზე ექ­ნე­ბა. პრე­ზი­დენ­ტის სტა­ტუ­სი და მისი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ფორ­მა­ტი მის­თვის კომ­ფორ­ტუ­ლია - გაძ­ლევს იმუ­ნი­ტეტს და სუ­ლაც არ არის ვალ­დე­ბუ­ლი კა­ბი­ნეტ­ში იჯ­დეს და 24 სა­ა­თი იმუ­შა­ოს. მე ვფიქ­რობ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი ცხოვ­რე­ბით არ არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა სიას, სია კა­ტას­ტრო­ფუ­ლად სუს­ტია. გა­სა­გე­ბია, რომ მას სჭირ­დე­ბა ღი­ლაკ­ზე თი­თის დამ­ჭე­რე­ბი. პო­ლი­ტი­კუ­რი ნება არა­ვის რომ არ გა­აჩ­ნია, მარ­ტი­ვად იკი­თხე­ბა. პრობ­ლე­მა ისაა, რომ ცნო­ბად სა­ხე­ებს მა­ინც არ­ჩევ­დნენ სხვა­დას­ხვა სფე­რო­დან, რო­გორც ჩანს, ძა­ლი­ან დაკ­ნინ­და ამ მხრივ, არა­ვინ და­ე­თან­ხმა და ორი კინ­კი­ლა სპორ­ტსმე­ნის იმედ­ზე დარ­ჩნენ. შე­სა­ბა­მი­სად, სია ძა­ლი­ან სუს­ტია. გარ­და ამი­სა, რა­ტომ 20-კა­ცი­ა­ნი სია, მათ ხომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა­ზე აქვთ პრე­ტენ­ზია?! რა­ტომ არაა 50-კა­ცი­ა­ნი? ეს მე­ტყვე­ლებს, რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც დიდი იმე­დი იმის, რომ გრძე­ლი სიით შევ­ლენ პარ­ლა­მენ­ტში თვი­თო­ნაც არ აქვთ“, - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" სა­პარ­ლა­მენ­ტო სიის პირ­ვე­ლი ოცე­უ­ლი და­ა­სა­ხე­ლა. სიის პირ­ვე­ლი ნო­მე­რი პარ­ტი­ის სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა. ამას­თან, სი­ა­ში არი­ან მოქ­მე­დი ოლიმ­პი­უ­რი სპორ­ტსმე­ნე­ბი, ლაშა ტა­ლა­ხა­ძე და გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლი.