"სხვას რომ არ დაესწრო, ხეზე 2 საათით ადრე ავედი" - ვინ არის ფეხბურთის თავგადაკლული, უბილეთო გულშემატკივარი საქართველო-ჩეხეთის მატჩიდან? | Allnews.Ge

"სხვას რომ არ დაესწრო, ხეზე 2 საათით ადრე ავედი" - ვინ არის ფეხბურთის თავგადაკლული, უბილეთო გულშემატკივარი საქართველო-ჩეხეთის მატჩიდან?

სა­ქარ­თვე­ლო-ჩე­ხე­თის მატ­ჩის დროს, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი გა­ამ­ხი­ა­რუ­ლა კად­რებ­მა, რო­მელ­შიც ჩან­და, მეს­ხის სა­ხე­ლო­ბის მო­ე­დან­თან ხეზე შე­მომ­ჯდა­რი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ასე ადევ­ნებ­და მატჩს თვალს მას მერე, რაც ბი­ლე­თის შე­ძე­ნა ვერ მო­ა­ხერ­ხა.

და­ვინ­ტე­რეს­დით, ვინ არის ფეხ­ბურ­თის ეს თავ­გა­დაკ­ლუ­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი?

რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, ის 24 წლის აკა­კი ნი­კა­ჭა­ძეა, რო­მე­ლიც ზეს­ტა­ფო­ნი­დან ჩა­მო­ვი­და იმ იმე­დით, რომ ბი­ლე­თის გა­დამ­ყიდ­ვე­ლე­ბის­გან მა­ინც შე­ი­ძენ­და, თუმ­ცა ვერ შეძ­ლო და რო­გორც ამ­ბობს, ერ­თა­დერ­თი გზა ხეზე ას­ვლა იყო.

"ზეს­ტა­ფო­ნი­დან იმ იმე­დით ჩა­მო­ვე­დი, რომ ბი­ლეთს გა­დამ­ყიდ­ვე­ლე­ბის­გან შე­ვი­ძენ­დი, მაგ­რამ ვერ მო­ვა­ხერ­ხე. დაც­ვა­საც ვთხო­ვე შე­ვეშ­ვი, მაგ­რამ უარი მი­თხრეს, შე­პარ­ვაც ვცა­დე, მაგ­რამ დაც­ვა ძა­ლი­ან გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი იყო. ერ­თა­დერ­თი გზა ხეზე ას­ვლა იყო. იქაც დიდი იყო კონ­კუ­რენ­ცია, სხვა ბი­ჭე­ბიც იყ­ვნენ და სხვას რომ არ და­ეს­წრო, ხეზე ორი სა­ა­თით ადრე ავე­დი. ხეზე რომ და­მი­ნა­ხეს დაც­ვა მო­ვი­და და მი­თხრა: ჩა­მო­დი, ბი­ლე­თი „გა­ი­ჩა­ლი­ჩეო“ და ჩა­მო­ვე­დი, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ხი­დან არ ჩა­მო­ვი­დო­დი. ერ­თა­დერთ რა­მე­ზე მწყდე­ბა გული. ჩემი ვი­დე­ო­ე­ბი ყველ­გან გავ­რცელ­და, აი­ტა­ცეს და ნაკ­რე­ბის მა­სუ­რი არა­ვინ მა­ჩუ­ქა. დღე­ვან­დე­ლი მატ­ჩის­გან კი მხო­ლოდ და მხო­ლოდ გა­მარ­ჯვე­ბას ვე­ლო­დე­ბი. აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვი­გებთ, ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი კი­დევ ერთხელ გაგ­ვა­ხა­რე­ბენ“, - ამ­ბობს აკა­კი.

იხილეთ სიუჟეტი