"ხალხი რომ წერს, დედა გამოაჩინეო, ასჯერ დავწერე, რომ დედა არ არის საქართველოში და..." - ბიოლოგიური მშობლების პოვნის რა დეტალებს ამხელს თამუნა მუსერიძე? | Allnews.Ge

"ხალხი რომ წერს, დედა გამოაჩინეო, ასჯერ დავწერე, რომ დედა არ არის საქართველოში და..." - ბიოლოგიური მშობლების პოვნის რა დეტალებს ამხელს თამუნა მუსერიძე?

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძის რვაწ­ლი­ა­ნი ძი­ე­ბა დას­რულ­და და ჟურ­ნა­ლის­ტმა ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბი იპო­ვა. ბოლო კვი­რას მე­დია თით­ქმის ყო­ველ დღე წერ­და ჟურ­ნა­ლის­ტის თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ ჩა­ვი­და სა­მეგ­რე­ლო­ში ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­მის შე­სახ­ვედ­რად. გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მი­ლოც­ვე­ბის გარ­და, ხალ­ხი სვამ­და უამ­რავ კი­თხვას, თუ სად იყო დედა, გა­ყი­დეს თუ გა­აშ­ვი­ლეს, რო­გორ გა­ვი­და ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბის კვალ­ზე და ა.შ.

ჟურ­ნა­ლის­ტმა გა­და­წყვი­ტა, რომ სა­კუ­თა­რი გა­მომ­წე­რე­ბის­თვის ვი­დეო ჩა­ე­წე­რა, რო­მელ­შიც იმ კი­თხვებს სცემს პა­სუხს, რო­მე­ლიც ბოლო კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი მი­სა­მარ­თით არა­ერ­თხელ და­ის­ვა

"სა­მეგ­რე­ლო­დან დრო­ე­ბით დავ­ბრუნ­დით, მაგ­რამ ისევ გვი­წევს ცოტა ხან­ში წას­ვლა. ბევ­რი ვი­ნერ­ვი­უ­ლეთ თუ ცოტა, მთა­ვა­რია, რომ ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­რა. ჩემ­თვის მთა­ვა­რი იყო ნა­თე­სა­ვე­ბის გვერ­დში დგო­მა და პირ­ველ რიგ­ში, მათი უზო­მოდ მად­ლი­ე­რი ვარ, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი რომ არ ყო­ფი­ლიყ­ვნენ, ასე არ გა­მი­მარ­ტივ­დე­ბო­და იქ ყოფ­ნა. სა­უ­ბა­რი მაქვს ჩემს ბი­ძაშ­ვი­ლებ­ზე და მა­მი­დაშ­ვი­ლებ­ზე. მე მათ ამაგს, დახ­ვედ­რას და კე­თილ­გან­წყო­ბას ვე­რა­სო­დეს გა­და­ვიხ­დი.

მეს­მის, რომ დე­დის მხრის მი­მართ დიდი ინ­ტე­რე­სია, მაგ­რამ მათი დიდი ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ცხოვ­რობს და მათი ფო­ტო­ე­ბი რომ დავ­დო და ვი­სა­უბ­რო ,ასე არ გა­მო­დის. მათ რო­დე­საც შევ­ხვდე­ბი, მერე გა­გაც­ნობთ. ჯერ აქე­თა მხა­რე არ მაქვს ამო­წუ­რუ­ლი და მერ­წმუ­ნეთ, ისი­ნი არა­ნაკ­ლებ ულა­მა­ზე­სე­ბი არი­ან. მათ შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას შემ­დეგ მო­გაწ­ვდით, რო­დე­საც წა­ვალთ იმ ქა­ლაქ­ში, სა­დაც ისი­ნი ერ­თად არი­ან.

რაც შე­ე­ხე­ბა მა­მის მხა­რეს, ერ­თი­ა­ნად რომ მოვ­ყვე ეს ის­ტო­რია, აი­რე­ვით. გრძე­ლი გზაა, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვეც­დე­ბი ეტა­პობ­რი­ვად მო­გა­წო­დოთ ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია. აუ­ცი­ლებ­ლად ყვე­ლას გე­ტყვით, რომ არ არ­სე­ბობს ის, რა­საც ვერ მი­აღ­წევთ, რო­დე­საც ადა­მი­ანს რა­ღაც გუ­ლით უნდა, აუ­ცი­ლებ­ლად შეძ­ლებს.

თუმ­ცა ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბის და მე­გობ­რე­ბი ამ ომში ჩემ­თან ერ­თად რომ არ ყო­ფი­ლიყ­ვნენ, ვერ ვი­პო­ვი­დი, ჩემს ბი­ძაშ­ვილს ნიას რომ არ გა­ე­კე­თე­ბი­ნა გე­ნე­ტი­კუ­რი ტეს­ტი. ჩემ­თვის ცოტა გა­უ­გე­ბა­რია, ხალ­ხი რომ წერს, დედა გა­მო­ა­ჩი­ნეო, ას­ჯერ დავ­წე­რე, რომ დედა არ არის სა­ქარ­თვე­ლო­ში და ვერ გა­მო­ვა­ჩენ. ფოტო დავ­დო და და­ვა­წე­რო, ეს არის დედა? - რო­დე­საც დე­დას ვნა­ხავ და გავცვლით ემო­ცი­ებს, შემ­დე­გი გან­ვი­თა­რე­ბა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა თქვენ­თვის, ვიდ­რე მისი ფოტო გა­მო­ვაქ­ვეყ­ნო. ეს არ არის სწო­რი ნა­ბი­ჯი. ჩემი ძმის ცოლი ამ­დე­ნი ხა­ნია ჩარ­თუ­ლია და ვე­სა­უბ­რე­ბი, ძა­ლი­ან უხა­რი­ათ ჩემს ძმა­საც და რძალ­საც, მაგ­რამ ვიდ­რე არ თქვეს რომ მზად არი­ან გა­მოჩ­ნდნენ სა­ჯა­როდ, მე ხმა არ ამო­მი­ღია.

ყვე­ლა­ზე დიდი ემო­ცია მა­შინ მქონ­და, რო­დე­საც ჩა­ვე­დი ზუგ­დიდ­ში და ვნა­ხე სახ­ლი სა­დაც მამა ცხოვ­რობ­და. ვინც მიც­ნობთ, იცით, რომ სტა­ფი­ლოს­ფე­რი ძა­ლი­ან მიყ­ვარს და რო­დე­საც ჩა­ვე­დი და ვნა­ხე ამ­ხე­ლა ზუგ­დიდ­ში არის ერ­თა­დერ­თი სტა­ფი­ლოს­ფე­რი სახ­ლი და იქ ცხოვ­რობს მა­მა­ჩე­მი, გავ­გიჟ­დი. ვკი­თხე ეს სახ­ლი სტა­ფი­ლოს­ფე­რი რა­ტომ არის-მეთ­ქი, მი­თხრა, რომ მისი საყ­ვა­რე­ლი ფერი იყო. გა­ჩუ­მე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი დიდი ხანი, ხმა ვერ ამო­ვი­ღე.

ყვე­ლა­ზე მეტი კი­თხვაა, ამ ხალ­ხის გე­ნე­ტი­კურ ტესტზე და­თან­ხმე­ბა რო­გორ მო­ვა­ხერ­ხე, ორი­ვე მხა­რე მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო. ხვალ დავ­დებ ვი­დე­ოს, რო­გორ ვნა­ხე პა­სუ­ხე­ბი, ეს იყო ყვე­ლა­ზე შო­კის­მომ­გვრე­ლი ემო­ცია ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში.

ვი­ცო­დი, რომ მეგ­რე­ლი ვი­ყა­ვი, ნათ­ლი­ამ რო­მელ­მაც წა­მო­მიყ­ვა­ნა სამ­შო­ბი­ა­რო­დან მი­თხრა, რომ დედა იყო მეგ­რე­ლი. ყველ­გან ვამ­ბობ­დი ამას, ყვე­ლა ინ­ტერ­ვი­უ­ში, მაგ­რამ ბო­ლომ­დე არ მჯე­რო­და. და­ვი­წყე ძებ­ნა სა­მეგ­რე­ლო­ში, შემ­დეგ სამ­ტრე­დი­ა­ში, სა­ჩხე­რე­ში, ჭი­ა­თუ­რა­ში, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც ჩემ­მა ბი­ძაშ­ვილ­მა ნიამ გე­ნე­ტი­კუ­რი ტეს­ტი გა­ი­კე­თა, და­დას­ტურ­და, რომ მა­მის მხრი­დან მე ვარ მეგ­რე­ლი. შემ­დეგ დე­დის მხა­რემ გა­ი­კე­თა ტეს­ტი და და­დას­ტურ­და, რომ დე­დის მხრი­და­ნაც მეგ­რე­ლი ვი­ყა­ვი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩარ­თუ­ლი მყავ­და ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი, სამ­წუ­ხა­როდ, ჩემი დახ­მა­რე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხა ვე­რა­ვინ. ისე იყო სა­ბუ­თე­ბი გა­კე­თე­ბუ­ლი, რომ გე­ნე­ტი­კუ­რიო ტეს­ტი რომ არა, კვალ­ზე ვერ გა­ვი­დო­დი. ასე­ვე ერთი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გა­მოჩ­ნდა თვე ნა­ხევ­რის წინ, რე­ა­ლუ­რად, სა­ბო­ლოო წერ­ტი­ლი ამ ადა­მი­ან­მა დას­ვა. სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი დრო დამ­ჭირ­და და ეკ­ლი­ა­ნი გზა, ვიდ­რე მშობ­ლებს ვი­პო­ვი­დი და ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც არ დად­გინ­დე­ბო­და, რომ არა გე­ნე­ტი­კუ­რი ტეს­ტი და ეს ადა­მი­ა­ნი.