"სარეცხის მანქანების შეძენაზეა საუბარი" - რატომ გაიწვიეს უკრაინის დროებითი რწმუნებული საქართველოდან? ირაკლი კობახიძის განცხადება | Allnews.Ge

"სარეცხის მანქანების შეძენაზეა საუბარი" - რატომ გაიწვიეს უკრაინის დროებითი რწმუნებული საქართველოდან? ირაკლი კობახიძის განცხადება

"გან­სხვა­ვე­ბით ელ­ჩის გაწ­ვე­ვის­გან ეს არ არის პო­ლი­ტი­კუ­რი აქტი, არა­მედ უკავ­შირ­დე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გენ­ლის მიერ ისე­თი სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თის შე­ძე­ნას, რო­მე­ლიც მას, უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­საზ­რე­ბით, არ უნდა შე­ე­ძი­ნა ომის პი­რო­ბებ­ში - სა­რე­ცხის მან­ქა­ნებ­ზეა სა­უ­ბა­რი",- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გან­მარ­ტა, სა­ქარ­თვე­ლო­დან უკ­რა­ი­ნის საქ­მე­თა დრო­ე­ბი­თი რწმუ­ნე­ბუ­ლი გაწ­ვე­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

ამას­თან, რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ამ ფაქ­ტის­გან გან­სხვა­ვე­ბით, 2021 წელს სა­ქარ­თვე­ლო­დან ელ­ჩის გაწ­ვე­ვა ნამ­დვი­ლად პო­ლი­ტი­კუ­რი აქტი იყო.

"რე­ა­ლუ­რად ეს არ არის, ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმ ტი­პის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რაც თა­ვის დრო­ზე 2021 წელს იქნა მი­ღე­ბუ­ლი ელ­ჩის გაწ­ვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მა­შინ გახ­სოვთ, ეს იყო სუფ­თა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მა­შინ უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ იმის გამო, რომ ჩვენ არ შე­ვუ­ერ­თდით სან­ქცი­ებს და არ გავ­გზავ­ნეთ, მთავ­რო­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი თან­ხმო­ბით, მებ­რძო­ლი მო­ხა­ლი­სე­ე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში, გა­იწ­ვია სა­ქარ­თვე­ლო­დან ელჩი, ეს იყო პო­ლი­ტი­კუ­რი აქტი.

ამ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს არ არის პო­ლი­ტი­კუ­რი აქტი, კონ­კრე­ტულ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, თუ არ ვცდე­ბი, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სტა­ტუ­სი აქვს მა­საც, შე­ი­ძი­ნა სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბი და ეს ჩა­ით­ვა­ლა არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად მიმ­დი­ნა­რე ომის ფონ­ზე, ეს გახ­და მისი გაწ­ვე­ვის მი­ზე­ზი, ეს არის ის ინ­ფორ­მა­ცია, რაც ჩვენს გვაქვს. ანუ გან­სხვა­ვე­ბით ელ­ჩის გაწ­ვე­ვის­გან, ეს არ არის პო­ლი­ტი­კუ­რი აქტი, უკავ­შირ­დე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გენ­ლის მიერ ისეთ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თის შე­ძე­ნას, რო­მე­ლიც მას უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­საზ­რე­ბით არ უნდა შე­ე­ძი­ნა ომის პი­რო­ბებ­ში სა­რე­ცხის მან­ქა­ნებ­ზეა სა­უ­ბა­რი“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.