რა უნდა იცოდეთ სეზონური გრიპის შესახებ?
სეზონური გრიპი, გრიპის A და B ვირუსით გამოწვეული მწვავე ინფექციური დაავადებაა.იგი აინფიცირებს სასუნთქ სისტემას. სეზონური გრიპის ვირუსი ყოველწლიურად ცირკულირებს.
სიმპტომებიგრიპი ხასიათდება როგორც მსუბუქი, ისე მძიმე მიმდინარეობით. მისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია: საერთო სისუსტე, ცხელება,ხველა, ყელის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი, თავის ტკივილი, ტკივილი კუნთებში. შესაძლოა განვითარდეს დიარეა და ღებინება.
გრიპი ადამიანიდან ადამიანზე გადაეცემა ხველით, ცემინებით, ვირუსით დაბინძურებულ საგნებთან ან ზედაპირებთან შეხებით.
გრიპმა შესაძლებელია გამოიწვიოს გართულებები, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებში. გრიპის გართულებებია:
პნევმონია, სუნთქვის გაძნელება, ჰიპოქსია, ციანოზი, ძილიანობა, კრუნჩხვები, კუნთების მკვეთრი სისუსტე, დეჰიდრტაცია, თანმხლები დაავადებების გართულება, როგორიცაა გულის უკმარისობა, ასთმა, დიაბეტი. ბავშვებში შესაძლოა გამოვლინდეს ყურის ინფექციები. ჩვილ ბავშვებს გრიპის დროს შესაძლოა განუვითარდეთ ფებრილური კრუნჩხვები, ცრუ კრუპის სინდრომი.
გრიპის მეორადი გართულებების, ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან:
ჩვილები და ადრეული ასაკის ბავშვები, განსაკუთრებით 2 წლამდე;ორსულები და ხანდაზმულები 65 წელს ზევით;ქრონიკული დაავადების მქონე პირები: ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, გულის შეგუბებითი უკმარისობა, დიაბეტი, ღვიძლისა და თირკმელების ქრონიკული დაავადებები.არსებობს გრიპის საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გრიპის საწინააღმდეგოდ. ანტივირუსული პრეპარატები უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
თვითმკურნალობა ანტიბიოტიკებით თუ სხვა პრეპარატებით დაუშვებელია.
გრიპის სიმპტომების გამოვლენა ჩვეულებრივ იწყება ვირუსის ორგანიზმში მოხვედრიდან 1-4 დღის შემდგომ, საშუალოდ 2 დღის განმავლობაში.
უმეტესწილად გრიპის მქონე ადამიანი გადამდებია დაავადების სიმპტომების გამოვლენამდე 1 დღით ადრე და გამოვლენიდან კიდევ 5-7 დღის განმავლობაში. ბავშვები ჩვეულებრივ 7 დღეზე მეტ ხანს არიან გადამდებები. იხილეთ სრულად