"საქართველოს პრეზიდენტს ქართველ ხალხთან რომ ჰქონოდა ურთიერთობა, არასდროს შეეცდებოდა ქრისტიანული ფასეულობების წართმევას" - თინა კანდელაკი | Allnews.Ge

"საქართველოს პრეზიდენტს ქართველ ხალხთან რომ ჰქონოდა ურთიერთობა, არასდროს შეეცდებოდა ქრისტიანული ფასეულობების წართმევას" - თინა კანდელაკი

პუ­ტი­ნის პრო­პა­გან­დის­ტი თინა კან­დე­ლა­კი ტე­ლეგ­რამ­ზე ახალ პოსტს აქ­ვეყ­ნებს. რო­გორც კან­დე­ლა­კი აღ­ნიშ­ნავს, იგი სრუ­ლი­ად იზი­ა­რებს ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას, რომ "სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი არ ჰყავს".

"დიდი ხნის წინ და­ვად­გი­ნე, რომ არ­სე­ბობს პრე­ზი­დენ­ტე­ბის 3 მთა­ვა­რი არ­ქე­ტი­პი. არი­ან ტრი­ბუ­ნე­ბის პრე­ზი­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც უბ­რა­ლო გა­რეგ­ნო­ბით გავ­ლე­ნას ახ­დე­ნენ მა­სებ­ზე, არი­ან კლო­უ­ნი პრე­ზი­დენ­ტე­ბი - ზე­ლენ­სკი და სა­ა­კაშ­ვი­ლი, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნას სიბ­ნე­ლე­ში აგ­დე­ბენ. და ბო­ლოს, არი­ან ნი­ჭი­ე­რი პრე­ზი­დენტ-ად­მი­ნის­ტრა­ტო­რე­ბი (და მათი სა­ხე­ლე­ბი ყვე­ლამ ვი­ცით).

მაგ­რამ გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბიც არ­სე­ბობს, მე­გობ­რე­ბო. თუ კონ­სერ­ვა­ტო­რი და პატ­რი­ო­ტი ხარ, ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვია, თუ ლი­ბე­რა­ლი და პატ­რი­ო­ტი ხარ, ესეც შე­სა­ნიშ­ნა­ვია. მაგ­რამ ყვე­ლა­ზე ცუდი ისაა, თუ ხარ სამ­შობ­ლოს და ხალ­ხის რი­გი­თი მო­ღა­ლა­ტე.

ამი­ტომ, რო­დე­საც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი კო­ბა­ხი­ძე ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო არის ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც პრე­ზი­დენ­ტი არ ჰყავს, ის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მარ­თა­ლია. ნამ­დვი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ყო­ველ­თვის იბ­რძვის თა­ვი­სი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს ქარ­თველ ხალ­ხთან რომ ჰქო­ნო­და ურ­თი­ერ­თო­ბა, არას­დროს შე­ეც­დე­ბო­და ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის წარ­თმე­ვას და სა­ნაც­ვლოდ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი იდე­ის გავ­რცე­ლე­ბას.

მას შემ­დეგ, რაც გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ევ­რო­კავ­შირ­მა მთლი­ა­ნად შე­ა­ჩე­რა სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პრო­ცე­სი, სა­დღაც ვა­შინგტონ­ში ტე­ლე­ფონ­მა რეკ­ვა და­ი­წყო. ეს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ცდი­ლობს გა­ი­გოს, რა უნდა გა­ა­კე­თოს შემ­დეგ და რა­ტომ არ აძ­ლე­ვენ მეტ ფულს" - წერს კან­დე­ლა­კი.