“1 000-ზე მეტი პატიმარი, კანონის ძალაში შესვლისთანავე დატოვებს საპატიმროს, ხოლო 5 000-ზე მეტი ეტაპობრივად“ - მამუკა მდინარაძე “ამნისტიის კანონის“ შესახებ: კიდევ რა საკითხების განხილვას გეგმავს პარლამენტი? | Allnews.Ge

“1 000-ზე მეტი პატიმარი, კანონის ძალაში შესვლისთანავე დატოვებს საპატიმროს, ხოლო 5 000-ზე მეტი ეტაპობრივად“ - მამუკა მდინარაძე “ამნისტიის კანონის“ შესახებ: კიდევ რა საკითხების განხილვას გეგმავს პარლამენტი?

“ამ­ნის­ტი­ის კა­ნო­ნის“ ძა­ლა­ში შეს­ვლის­თა­ნა­ვე 1000-ზე მეტი პა­ტი­მა­რი და­ტო­ვებს სა­პა­ტიმ­როს, ხოლო 5 000-ზე მეტი ეტა­პობ­რი­ვად“, - ამის შე­სა­ხებ ფრაქ­ცია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ უმ­რავ­ლე­სო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

კა­ნო­ნი სხვა­დას­ხვა დროს და ფორ­მით 6 000-მდე პა­ტი­მარს შე­ე­ხე­ბა“დღეს, ტრა­დი­ცი­უ­ლად, გა­ი­მარ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის სხდო­მა. ძი­რი­თა­დად, ჩვენ ვი­სა­უბ­რეთ ორ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია:

ხვალ და მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში ჩვენ ვიმ­სჯე­ლებთ ამ­ნის­ტი­ის კა­ნონ­ზე, რო­მე­ლიც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, შე­ე­ხე­ბა სხვა­დას­ხვა დროს და ფორ­მით 6 000-მდე პა­ტი­მარს, აქე­დან 1 000-ზე მეტი ამ­ნის­ტი­ის კა­ნო­ნის ძა­ლა­ში შეს­ვლის­თა­ნა­ვე და­ტო­ვებს სა­პა­ტიმ­როს, ხოლო 5 000-ზე მეტი და­ტო­ვებს ეტა­პობ­რი­ვად, სხვა­დას­ხვა დროს. ეს არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი ამ­ნის­ტია და, მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი­სა, ჩვენ კარგ საქ­მეს ვა­კე­თებთ და ადა­მი­ა­ნებს მი­ე­ცე­მათ სა­შუ­ა­ლე­ბა რე­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის, რაც სას­ჯე­ლის და­ნიშ­ვნის დროს არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი“, - აღ­ნიშ­ნა მდი­ნა­რა­ძემ.

მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში პარ­ლა­მენ­ტში "ოჯა­ხუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ზეც იმ­სჯე­ლე­ბენ "ვი­ნა­ი­დან, დღეს ჩვენ ჯერ­ჯე­რო­ბით არ გვაქვს სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა, ეს არის მხო­ლოდ კა­ნო­ნი და არა სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბა. კა­ნონს, რო­მელ­საც მი­ი­ღებს დღეს მოქ­მე­დი პარ­ლა­მენ­ტი, ოჯა­ხუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რო­გორც ამას ვუ­წო­დებთ ხოლ­მე - ლგბტ პრო­პა­გან­დის წი­ნა­აღ­მდეგ, მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში მე­ო­რე მოს­მე­ნით გან­ვი­ხი­ლავთ და მი­ვი­ღებთ, ხოლო შემ­დეგ სა­სე­სიო კვი­რა­ში, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბოლო სა­სე­სიო კვი­რა იქ­ნე­ბა ამ მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტი­სათ­ვის, ჩვენ მი­ვი­ღებთ სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კეტს ლგბტ პრო­პა­გან­დის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მე­ლიც 19 კა­ნო­ნის­გან შედ­გე­ბა. ხოლო მას შემ­დეგ, რაც, ძა­ლი­ან დიდი ალ­ბა­თო­ბით, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მი­ი­ღებს სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბას, ჩვენ ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას უკვე ავ­სა­ხავთ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში", - დას­ძი­ნა მდი­ნა­რა­ძემ.

ამას­თან, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდი­ვა­ნის თქმით, უმ­რავ­ლე­სო­ბის სხდო­მა­ზე ისა­უბ­რეს არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, მდი­ნა­რა­ძის გა­ცხა­დე­ბით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ეც­დე­ბა ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ში მი­ი­ღოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა.

"ასე­ვე, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თე­მე­ბი, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა არ­ჩევ­ნებს, იქნა გან­ხი­ლუ­ლი. მიმ­დი­ნა­რე წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია და ამ კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში და­სა­ხუ­ლი მი­ზა­ნი, რომ ეს არ არის მარ­ტი­ვი, თუმ­ცა, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ეც­დე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რით იმ გა­ცხა­დე­ბუ­ლი მიზ­ნე­ბის აღ­სას­რუ­ლებ­ლად მი­ი­ღოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა - რა ყვე­ლა ლე­გი­ტი­მუ­რი გზით უნდა მი­აღ­წი­ოს “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ამ მიზ­ნებს,“ - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ.