“8-წლიანი ძიება დასრულებულია, ჩემი ბიოლოგიური მშობელი ვიპოვე“ - თამუნა მუსერიძე გულშემატკივრებს საინტერესო დეტალებს უზიარებს | Allnews.Ge

“8-წლიანი ძიება დასრულებულია, ჩემი ბიოლოგიური მშობელი ვიპოვე“ - თამუნა მუსერიძე გულშემატკივრებს საინტერესო დეტალებს უზიარებს

მრა­ვალ­წლი­ა­ნი ძი­ე­ბის შემ­დეგ, ჟურ­ნა­ლის­ტმა თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძემ მისი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშო­ბე­ლი იპო­ვა.

ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­წამ­ყვან­მა ვი­დეო გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რობს:

“ბევ­რმა გა­ი­გო უკვე და ამი­ტო­მაც, სა­ნამ სხვე­ბის­გან გა­ი­გებთ, მირ­ჩევ­ნია მე ვთქვა.

8-წლი­ა­ნი ძი­ე­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლია. მე ჩემი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშო­ბე­ლი ვი­პო­ვე.

ამ ეტაპ­ზე სამ­წუ­ხა­როდ ვერ ვამ­ბობ სხვა დე­ტა­ლებს, თუმ­ცა იმე­დი მაქვს, რო­დე­საც მას პი­რა­დად ვნა­ხავ, მო­მე­ცე­მა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ სხვა და­ნარ­ჩენ ინ­ფორ­მა­ცი­ებ­ზეც მო­გა­წო­დოთ სი­ახ­ლე. ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც ამ 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ჩემ­თან ერ­თად - გან­სა­კუთ­რე­ბით ჩემს ქმარს. თი­თო­ე­ულ თქვენ­განს, ვინც მე მგულ­შე­მატ­კივ­რობ­დით,“ - აღ­ნიშ­ნავს მუ­სე­რი­ძე მი­მარ­თვა­ში.

ჟურ­ნა­ლის­ტმა 31 წლის ასაკ­ში გა­ი­გო, იმის შე­სა­ხებ, რომ ის “აყ­ვა­ნი­ლი“ იყო. მას შემ­დეგ ბი­ო­ლო­გუ­რი მშობ­ლე­ბის ძი­ე­ბა არ შე­უ­წყვე­ტია.

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე ბი-ბი-სის 2023 წლის ასი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ქა­ლის სი­ა­ში მოხ­ვდა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ის პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ქა­ლია, რო­მე­ლიც ამ სი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა.

მან 2017 წელს და­ა­ფუძნა "ფე­ის­ბუკ"-ჯგუ­ფი "ვე­ძებ" და ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ანს აპოვ­ნი­ნა დედა, მამა, დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი... თა­ვი­სი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბის ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში მან აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მე-20 სა­უ­კუ­ნი­დან არ­სე­ბობ­და ჩვი­ლე­ბით ვაჭ­რო­ბის მავ­ნე პრაქ­ტი­კა, რის გა­მოც, ბევ­რი ბავ­შვი გარ­დაც­ვლი­ლად გა­მო­ა­ცხა­დეს და უკა­ნო­ნოდ გა­აშ­ვი­ლეს.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ კი პრე­ზი­დენ­ტმა ღირ­სე­ბის მედ­ლით და­ა­ჯილ­დო­ვა.