კახა კალაძე - არჩევნებში ოპოზიციას გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს, გინდა გაერთიანებულებს და გინდა ცალ-ცალკე - ნულია მათი ფასი | Allnews.Ge

კახა კალაძე - არჩევნებში ოპოზიციას გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს, გინდა გაერთიანებულებს და გინდა ცალ-ცალკე - ნულია მათი ფასი

არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შანსი ნულის ტოლია, არანაირი შანსი არ აქვს ოპოზიციას, გინდა გაერთიანებულებს და გინდა ცალ-ცალკე, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ არჩევნებში ოპოზიციის შანსებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, რამდენიმე პარტიას ექნება სურვილი, რომ არჩევნებში ბარიერი გადალახოს.

"ოპოზიციის არჩევნებში გამარჯვების შანსი ნულის ტოლია, არანაირი შანსი არ აქვს ოპოზიციას, გინდა გაერთიანებულებს და გინდა ცალ-ცალკე. ნულია მათი ფასი და შესაძლებლობები არჩევნებში. რამდენიმე პარტიას ექნება სურვილი, იბრძოლოს, რომ როგორმე მიუახლოვდეს და გადალახოს ბარიერი, ეს არის მოცემულობა. ეს მათ კარგად იციან და ესმით", - განაცხადა კალაძემ. ასევე, დედაქალაქის მერის განცხადებით, დღეს პოლიტიკურ პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის ზღვარი აღარ არსებობს. "ასევე, დღეს ქვეყანაში აღარანაირი ზღვარი აღარ არსებობს პოლიტიკურ პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის. რადიკალიზმს, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების სახით არის წარმოდგენილი, ერთი-ერთში იმავეს აკეთებს არასამთავრობო ორგანიზაციები. ისინი ერთნი არიან, ერთი მამა და პატრონი ჰყავთ და რასაც დაავალებენ... კონკრეტული უცხო ქვეყნის მთავრობები აფინანსებენ რადიკალიზმს, ექსტრემიზმს, რევოლუციურ სცენარს საქართველოში და ამისთვის თანხები არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით შემოდის. ვიცით ეს ყველაფერი, გვაქვს ინფორმაცია, კონკრეტული ფაქტები გვაქვს და კანონის ფარგლებში ყველაფერს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება", - განაცხადა კახა კალაძემ.