"ბაკურიანში და ზღვაზე, იმდენი მეხარჯებოდა, ავდექი და რაც იქ უნდა დამეხარჯა, სოფელს შევავლე ხელი" - რას ამბობენ მშობლები წლევანდელი ზაფხულის დასვენების ხარჯებზე | Allnews.Ge

"ბაკურიანში და ზღვაზე, იმდენი მეხარჯებოდა, ავდექი და რაც იქ უნდა დამეხარჯა, სოფელს შევავლე ხელი" - რას ამბობენ მშობლები წლევანდელი ზაფხულის დასვენების ხარჯებზე

ფასების კატასტროფული მატების გამო ოჯახებს თანდათან უჭირთ ბავშვების დასასვენებლად გაყვანა. ძვირდება როგორც ბინების, ასევე კვებისა და გართობის ხარჯებიც. დავინტერესდით, რამდენად მოახერხეს წელს მშობლებმა შვილებთან ერთად დასვენება და რამდენად გაუძვირდათ ეს სიამოვნება.

  • „ბაკურიანში და ზღვაზე, იმდენი მეხარჯებოდა, ავდექი და რაც იქ უნდა დამეხარჯა, სოფელს შევავლე ხელი, სამზარეულო და აბაზანა მოვაწყე და ერთი თვე იქ დავისვენეთ. სექტემბრის დასაწყისში ისევ მივდივართ სწავლის დაწყებამდე. აუზიც ჰყოფნით ბავშვებს ეზოში, წყნარად ხარ, შენს თვალწინ თამაშობენ და საერთოდ არ ვნერვიულობ“.
  • „პანდემიის შემდეგ ვერც ერთ წელს ვერ მოვახერხე ბავშვების გაყვანა. სოფელი არ მაქვს, კურორტებზე მხოლოდ ბინებიც კი ისე გაძვირდა, სესხი უნდა ავიღო, რომ გავწვდე. მერე ამას სკოლის ხარჯები მოჰყვება, ისედაც ოჯახში ათასი რამისთვის გვჭირდება თანხა და ვერ ვრისკავ, რომ დასვენებისთვისაც სესხი ავიღო“.
  • „დასასვენებლად რომ მივდივარ სამი ბავშვით, ისე ვიღლები, მთელი წელი ვერ ვისვენებ.რაჭაში ვიყავით, იმერეთშიც და ზღვაზე ვეღარ, ისე დავიღალე, სახლიდან გასვლა აღარ მინდა“.
  • „მშობლების სახლი რომ არა სოფელში, ვერსად გავიყვანდი, ისე გაძვირდა. საკვებშიც უამრავი მეხარჯება.“
  • „3 კვირით ბახმაროში ვიყავით იგივე ხარჯით, რაც გასულ წელს 5 დღით ზღვაზე... ოღონდ ხარჯი არ მკითხოთ...“
  • „ურეკში ვართ და თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ საზღვარგარეთ კურორტზე უფრო ნაკლები დაგიჯდებათ დასვენება.“
  • „ბახმაროში მყავდა. არ ღირს თქმა, რამდენი დავხარჯეთ.ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში დავისვენებდი 5-ვარსკვლავიან სასტუმროში.
  • „საერთოდ ვერსად წავედით, ვსხედვართ სახლში“„ფასები, რა თქმა უნდა, წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია, მაგრამ რას ვიზამთ, ჰაერის გამოცვლა აუცილებელია“
  • „ბაკურიანში ვარ ჯერ 6 დღეა და 1300 ლარი დამეხარჯა უკვე. მით უმეტეს, გარეთ არ ვჭამთ ხშირად.“

იხილეთ სრულად