შემზარავი, სამმაგი მკვლელობის რა დეტალები ხდება ცნობილი და ვინ არიან გარდაცვლილები - "ბრალდებულმა მეუღლე და თავისი ორი მეგობარი მოკლა" | Allnews.Ge

შემზარავი, სამმაგი მკვლელობის რა დეტალები ხდება ცნობილი და ვინ არიან გარდაცვლილები - "ბრალდებულმა მეუღლე და თავისი ორი მეგობარი მოკლა"

გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ახა­შენ­ში მომ­ხდარ სამ­მა­გი მკვლე­ლო­ბის ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვეა ზვი­ად ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც მე­უღ­ლე და ორი მე­გო­ბა­რი სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­ი­მე­ტა.

სო­ფელ­ში ყვე­ბი­ან რომ მა­მა­კა­ცი ხში­რად ეჭ­ვი­ა­ნობ­და და ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლიც იყო.

"დი­ლით ვნა­ხე ყვე­ლა ერ­თად. სახ­ლში რე­მონ­ტი ჰქონ­დათ, აბა­ზა­ნას არე­მონ­ტებ­დნენ. ხე­ლო­სა­ნიც მისი მე­გო­ბა­რი იყო.

ფიქ­რია დი­ლას ჩა­მო­ვი­და. შუ­ა­დღეს ჩემ­მა მე­უღ­ლემ ნახა, რომ მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც მა­გათ სახ­ლში ხე­ლოს­ნად მუ­შა­ობ­და გარ­დაც­ვი­ლი იყო აბა­ზა­ნა­ში, მე­უღ­ლის ძებ­ნა და­ვი­წყეთ და ის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში იყო, ისიც გარ­დაც­ვლი­ლი. მერე გა­ვი­გეთ რომ კი­დევ ერთი იპო­ვეს მოკ­ლუ­ლი, ისიც ამი­სი მე­გო­ბა­რი.

ხში­რად ეჭ­ვი­ა­ნობ­და ცო­ლის მი­მართ, არა­და ისე­თი კარ­გი გოგო იყო..,

დღეს რა მოხ­და, ზუს­ტად არა­ფე­რი ვი­ცით... ამ­ბო­ბენ თა­ვა­დაც თავი მო­იკ­ლაო, მაგ­რამ ჯერ არა­ფე­რი ვი­ცით. შოკ­ში ვართ ყვე­ლა. ორი შვი­ლი დარ­ჩათ", - ამ­ბობს მე­ზო­ბე­ლი.

მოკ­ლუ­ლე­ბია: ფიქ­რია უღუ­ლაშ­ვი­ლი, მალ­ხაზ მა­მი­საშ­ვი­ლი, როინ კო­ბი­აშ­ვი­ლი.

მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა, პო­ლი­ცია ახლა სამ ლო­კა­ცი­ა­ზე მუ­შა­ობს.