"არც კი იკადრეს ეთქვათ, რომ პაციენტი დაეღუპათ. პოლიციელი მომიგზავნეს, - აპარატიდან უნდა გამორთონო..." - ახალნამშობიარები ქალის გარდაცვალებაში მედიკოსებს ადანაშაულებენ: რას აცხადებს "გორმედი'"?
გორის სამშობიარო სახლში ახალგაზრდა ქალი დაიღუპა - უბედური შემთხვევა კლინიკა “გორმედში”, 2 კვირის წინ მოხდა.
როგორც ცნობილი ხდება, დაღუპულია 30 წლის მაგდა ბალიაშვილი. გარდაცვალების მიზეზებს გამოძიება ადგენს, მოკვლევას აწარმოებს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოც. დაღუპულის ოჯახს პრეტენზიები მედიკოსების მიმართ აქვთ და მძიმე შედეგებზე პასუხისმგებლობას მათ აკისრებენ.
ამის თაობაზე ისინი "მთავარ არხთან" საუბრობენ:
"ჩამოვიდა ექთანი და გვითხრა, წამობრძანდით მეუღლე და დედა, რომ თქვენი შვილი ნახოთო. წავედით პალატაში, ჩემი შვილი კარგად იმყოფებოდა, ნორმალურად შეგვხვდა. საღამოს 6 საათი რომ მოვიდა, ექიმმა შეამოწმა, ყველაფერი კარგად არისო, გადააბარა მორიგე ექიმს და წავიდა სახლში. 9-ის ნახევარზე შეიქმნა ცუდად. ელექტროშოკი გამოიყენეს და მერე თქვეს უკვე, რომ გული გაუჩერდაო... იხილეთ სრულად