როგორი იქნება და რამდენი დაიხარჯება ვერის პარკის რეაბილიტაციაზე (+ფოტო)
თბილისის მერიას ვერის ბაღის რეაბილიტაცია თავდაპირველად დასახელებულ თანხასთან შედარებით შესაძლოა, 6 მლნ ლარით ნაკლები დაუჯდეს. ეს იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო კომისიამ საბოლოო ხელშეკრულება შპს ნიუკონსთან გააფორმა. ცნობისათვის, ტენდერი, სადაც წინადადებების მიღება უკვე დასრულებულია და ამ დროისთვის შერჩევა/შეფასება მიმდინარებს, პრეტენდეტი კომპანიის - „ნიუკონსის“ შეთავაზებული თანხა 23 484 010 ლარს შეადგენს, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით კი შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 29 355 012 ლარი იყო.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ ვერის პარკის რეაბილიტაციაზე ტენდერი ივლისში გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 14 აგვისტოს დაიწყო და 19 აგვისტოს დასრულდა. დოკუმენტის მიხედვით, პროექტის სავარაუდო ღირებულება 29.355 მლნ ლარია, აქედან 2024 წელს 10 მილიონი ლარი, 2025 წელს კი 19.3 მილიონი ლარი დაიხარჯება.