“სამარცხვინოა!“ - რა თქვა ბექა ოდიშარიამ ოკუპირებულ გალში დაკავებულ ქართველებზე, რის გამოც პრეზიდენტი სასტიკად აკრიტიკებს? | Allnews.Ge

“სამარცხვინოა!“ - რა თქვა ბექა ოდიშარიამ ოკუპირებულ გალში დაკავებულ ქართველებზე, რის გამოც პრეზიდენტი სასტიკად აკრიტიკებს?

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი დე­პუ­ტატ ბექა ოდი­შა­რი­ას გან­ცხა­დე­ბას ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ორი მო­ქა­ლა­ქის შე­სა­ხებ, “სა­მარ­ცხვი­ნოს“ უწო­დებს.

“სა­მარ­ცხვი­ნოა გან­ცხა­დე­ბა ბექა ოდი­შა­რი­ა­სი ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შე­სა­ხებ!

სა­ერ­თოდ უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცია არ იცო­დე რას გუ­ლის­ხმობს და უა­რე­სი, კი­დევ ეგ­რედ­წო­დე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ბრალ­დე­ბებს უა­პე­ლა­ცი­ოდ იზი­ა­რებ­დე… ეს რო­გორც ჩანს “ოც­ნე­ბის“ მიერ გა­გე­ბუ­ლი, ოკუ­პან­ტებ­თან სა­მო­მავ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­ლა­გე­ბის ხედ­ვაა… რის­თვი­საც თურ­მე სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა სჭირ­დე­ბათ!“ - წერს პრე­ზი­დენ­ტი “ფე­ის­ბუქ­ზე“.

დღეს დე­პუ­ტატ­მა მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში, აღ­ნიშ­ნუ­ლი და­კა­ვე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და:

“თუ ადა­მი­ა­ნი და­კა­ვე­ბუ­ლი იყო ფუ­ლის აღებ-მი­ცე­მო­ბით, რომ ადა­მი­ა­ნებს გა­და­ეკ­ვე­თათ ეს ხე­ლოვ­ნუ­რი სა­ო­კუ­პა­ციო ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­ზღვა­რი, ბუ­ნებ­რი­ვია, ამ ადა­მი­ანს, სამ­წუ­ხა­როდ, ხელი შე­უ­წყვია იმის­თვის, რომ და­ე­კა­ვე­ბი­ნათ. თუმ­ცა მათ პა­სუ­ხი უნდა აგონ არა აფხა­ზე­თის მა­რი­ო­ნე­ტუ­ლი რე­ჟი­მის წი­ნა­შე, არა­მედ ქარ­თუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე...

თუმ­ცა, კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, მან უნდა აგოს პა­სუ­ხი არა აფხა­ზე­თის მა­რი­ო­ნე­ტუ­ლი რე­ჟი­მის, ან რუ­სუ­ლი სა­ო­კუ­პა­ციო ჯა­რის წი­ნა­შე, არა­მედ ის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა იყოს გად­მო­ცე­მუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ლე­გი­ტი­მუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის, რო­მე­ლიც, ვფიქ­რობ, გა­ერ­კვე­ვა სა­კი­თხში.

მე უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცი­ას და­ვი­ცავ­დი, არ და­ვა­და­ნა­შა­უ­ლებ­დი ამ ადა­მი­ანს, იმი­ტომ რომ ჩემ­თვის რუ­სუ­ლი სა­ო­კუ­პა­ციო ჯა­რის პრეს­სამ­სა­ხუ­რი და ან აფხა­ზე­თის დღე­ვან­დე­ლი მოქ­მე­დი მა­რი­ო­ნე­ტუ­ლი რე­ჟი­მი ვერ იქ­ნე­ბა ავ­თენ­ტუ­რი წყა­რო. ამი­ტომ რო­გორც კი ეს ადა­მი­ა­ნი მოხ­ვდე­ბა ქარ­თვე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ხელ­ში, ვფიქ­რობ, მყი­სი­ე­რად გა­ირ­კვე­ვა ჭეშ­მა­რი­ტე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და ოდი­შა­რი­ამ.

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი გა­ლის სო­ფელ მე­ო­რე ოტო­ბა­ი­ა­ში 2 ქარ­თვე­ლი, რე­მი­კო და მურ­თაზ ჭი­თა­ნა­ვე­ბი და­ა­კა­ვეს.

20 აგ­ვის­ტოს, აფხა­ზურ­მა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა გა­ავ­რცე­ლეს ინ­ფორ­მა­ცია, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი გა­ლის სო­ფელ მე­ო­რე ოტო­ბა­ი­ა­ში 2 ქარ­თვე­ლის და­კა­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე. მათი ცნო­ბით, თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კის ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა გა­მო­ა­ცხა­და, რომ აფხა­ზეთ­ში "უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის არა­ლე­გა­ლუ­რი მიგ­რა­ცი­ის არხი გა­და­კე­ტა“.

მათი მტკი­ცე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლებს "ჰქონ­დათ აფხა­ზეთ­ში ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვა“ და ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­ზღვრის უკა­ნო­ნოდ გა­დაკ­ვე­თა­ში. ასე­ვე სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის გან­ცხა­დე­ბით, მათ ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა და ვაზ­ნე­ბი აღ­მო­უ­ჩი­ნეს.