ხვიჩა კვარაცხელია სასწრაფოდ თბილისში გამოფრინდა, მიზეზი მეუღლის მოახლოებული მშობიარობაა - რას წერს იტალიური მედია?
ტალიური მედიის ცნობით, "ნაპოლის" მარცხენა გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია სასწრაფოდ თბილისში გამოფრინდა, მიზეზად კი მეუღლის მოახლოებული მშობიარობა სხელდება.
მათივე ინფორმაციით, კვარაცხელია "ვერონასთან" მიღებული ტრავმის შემდეგ საავადმყოფოში იმყოფებოდა, რის მერეც სამშობლოში დაბრუნდა.
"როგორც ჩანს, სერიოზული არაფერი სჭირს და კლუბის ნებართვით სამშობლოში გამოემგზავრა", - წერენ იტალიელები.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ხვიჩა ნეაპოლში დაბრუნებისთანავე სამედიცინო შემოწმებას გაივლის და დიდი ალბათობით 25 აგვისტოს "დიეგო მარადონაზე" "ბოლონიასთან" ითამაშებს.