რა უშლის და რა უწყობს ხელს ცხიმების სწრაფად დაშლას - კოტე თოდუა წონაში კლების შესახებ
მედიცინის დოქტორიკოტეთოდუასაკუთარ იუთუბ-არხზე დეტალურად ხსნის, თუ რა უწყობს ხელს ცხიმის წვას, რა აფერხებს ამ პროცესს და როგორ ავიცილოთ თავიდან ცხიმის ახალი მარაგის წარმოქმნა.
რას ნიშნავს „ცხიმების წვა?“
წონის კლება უამრავი ადამიანის სურვილია და ყველას უნდა ეს ცხიმის წვის ხარჯზე მოხდეს. კუნთის „დაწვა“ არავის სურს, თუმცა წონაში კლებისას კუნთიც „იწვის“.
ცხიმები ჩვენს ორგანიზმში ტრიგლიცერიდების სახითაა. ის იხლიჩება თავისუფალ ცხიმოვან მჟავად და გლიცეროლად. თავისუფალი ცხიმოვანი მჟავისგან წარმოიქმნება ენერგია, გამოთავისუფლდება წყალი, რომელსაც შარდის სახით გამოვყოფთ და ნახშიროჟანგი, რომლსაც ამოვისუნთავთ. ამიტომ შარდავენ წონაში კლების დროს მეტს.